Monday, October 4, 2010

I'm a teacher...


რა დროს ჩემი teacher-ობაა? ოოოო, ეგ ბევრ მშობელსაც აინტერესებს, მარა... მართალია, მეცხრე კლასელებს მასწავლებელი კი არა მათი კლასელი ვეგონე, მაგრამ მთავარი მაინც სკოლის დირექტორის პოზიციაა.
იმისთვის რომ მაია მასწ. გავმხდარიყავი სამი ეტაპი გადავლახე: გასაუბრება ქართულად, მერე ინგლისურად და პედაგოგიურ მეთოდებში ტესტირება. ასევე, დავწერე სასწავლო პროგრამა და სადამრიგებლო პროექტი. გავუძელი ორ მასწავლებელს შორის შიდა კონკურსს. თავის ქება გამომივა, მაგრამ დირექტორი მართლაც კმაყოფილი დარჩა და პედსაბჭოზე აღნიშნა კიდეც, მაიას ასაკი არ მაშინებსო. ამას როცა ამბობდა ცოტა გაჩერდა, ამხედ-დამხედა, გაეღიმა და არ გეწყინოს, მარა მართლა პატარას გავხარ, ნამეტანი თინეიჯერულად გამოიყურები და იქნებ სცადო, ცოტა დიდს მაინც დაემსგავსოო. თავი კი დავუქნიე, მარააა... რაც ვარ ეს ვარ... და თუ მშობლებს მაინცდამაინც ჩემი კეტები და გარეგნობა შეაწუხებთ, რა პრობლემაა, სხვას მოძებნიან...
არადა, სანამ მაგისტრატურას დავამთავრებ და ჟურნალისტობას სერიოზულად მივხედავ, სკოლაში სამსახური მართლაც მჭირდება. სამსახურზე მთავარი კი მაინც ის გამოცდილებაა, რასაც ბავშვებთან ურთიერთობისას შევიძენ. ინგლისურს რომ გავაუმჯობესებ, ეს ისედაც ცხადია.მაგარი პასუხისმგებლობაა. უმარტივესი სიტყვაც კი, თუ მათი მართლწერა დამეეჭვა ლექსიკონში ვამოწმებ, სწორ გამოთქმებს ,,ვამუღამებ” და უკაცრავად, მაგრამ ინგლისურის წიგნებს ტვალეტშიც კი დავათრევ... ჩემ ოჯახის წევრებს აღარც მაგიდის ირგვლივ მოსიარულე, საკუთარ თავთან ინგლისურად მოლაპარაკე მაიას დანახვა უკვირთ. არადა, რა იციან, რომ ამ დროს წარმოსახვით ბავშვებთან წარმოსახვით გაკვეთილს ვატარებ და ინგლისურადაც მაგიტო ვქაქანებ.
პროგრამის შედგენა დამღლელი, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა. სკოლა კერძოა და გარდა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოებისა, მასწავლებელმა პროგრამაში საკუთარი სურვილისამებრ (რა თქმა უნდა, დირექციის ზედამხედველობით) დამატებითი მასალა უნდა შეიტანოს. ჰოდა, მეც გადმოვაქოთე მთელი ჩემი ,,ინგლისური ავლადიდება”. ავლადიდება საკმაოდ დიდი გამოდგა და საუკეთესოს შერჩევაც გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავარჩიე და პროგრამაც შევადგინე.
(ჩემი და ვინმემ გააჩუმოოოოოს...... ჩაიხვია, რწყილის რეიტუზი ხარო... ჯერ რწყილი და მერე იმის რეიტუზი...
,,შეშფოთებული ბაყაყი”... ჰმ, ახალი სიტყვათა წყობა მოიგონა და აშკარად აღფრთოვანებულია... არაა, მაგას რწყილის რეიტუზი მერჩივნა...)
რას ვამბობდი?
ჰო...
იმის გამო რომ სკოლა ფრანგულ ენოვანია და წამყვანი ენაც ფრანგულია, ინგლისურის საათები შეზღუდულია. წელს ინგლისური მხოლოდ მეცხრე, მერვე და მეექვსე კლასებში ისწავლება. ასე რომ საერთო ჯამში კვირაში 8 საათი გამომივიდა. თავიდან მეექვსეშიც არ აპირებდნენ ინგლისურის დაწყებას, მაგრამ ვიბუზღუნე, ვიწუწუნე და ქალბატონი ეკას დახმარებით 2 საათიც მოვიმატე. ეკა დირექტორის ,,მარჯვენა ხელია”. ძალიან კარგი ქალია, ნამდვილი პედაგოგი.
სხვა მასწვლებლები უკვე გავიცანი. პირველი სასწავლო დღისთვის სკოლაც ერთად მოვამზადეთ, ბუშტებით გავალამაზეთ და საჩუქრებიც გავამზადეთ. ,,დუშეთობას” კი საკუთარი პავილიონით შევხვდით. სცენაზეც ავედით და საჩუქრებიც დავარიგეთ.ყველაზე მაგრა ის მიხარია, რომ სემესტრის ბოლოს საახალწლო საღამოზე ჩემი მოსწავლეების, სკოლის რეჟისორისა და მუსიკის მასწავლებლის დახმარებით, ინგლისური სპექტაკლი უნდა დავდგა. მმმაგარია...
,,ჩემი ბავშვებისთვის” (მეცხრე კლასელებისთვის) ტესტები უკვე მოვამზადე, ახლა მერვე კლასელებისთვის უნდა მოვამზადო და ასე რომ წავედიიიი...
მოიცა, მოიცა... რაღაც გამახსენდა...
ავტობუსში მოსმენილი ახალი გამოცანა, ანუ N 46 ავტობუსის მგზავრი ,,სკოლის გენიოსების” შოკის მომგვრელი გამოგონება-მიგნება და მათ შორის გამართული short dialogue:

-ეე, ბიჭო, წუხელ ახალი გამოცანა მოვიგონე.
-მართლა? აბა მიდი, დაფქვი...
-,,აკუმლიატორია, სვეჩა არ არის”.
-სულ ეგ არის?
-ჰო, გამოცანა გვეკითხება: ,,-აბა რა ჯანდაბაა???”
-ეეეე...
-მაგარი მარტივია, ბიჭო...
-აზრზე არ ვარ.
-გითხრა?
-მიდი...
-რკო სახლში ზის...

და ,,მხიარული გენიოსები” მგზავრების დანანებულ მზერასთან ერთად ავტობუსის კარს მიღმა გაუჩინარდნენ.

იმედია, ჩემ კლასში ასეთი გენიოსი ბევრი არ იქნება.

The end!

5 comments:

Nino said...

გილოცავ! ძალიან მაგარია, წარმატებები :*

მარიამ ბლანკი¹³ said...

uh skolis bavshvebtan urtiertoba zalian zalian rtulia
magat isev 2-3-4 wlis pawawuna adamianebi mirchevnian ♥

warmatebebi : )

maito said...

გაიხარეეეთ :) აუ, მართლა რთულია, მარა საინტერესოც :) ყოველ დღე საკუთარ თავს გამოცდას აბარებ :)

nikusha said...

მეც მინდა აასეთი თინეიჯერი მასწავლებელი :)

vigaaaac said...

mec minda :( skolashi misvlas mugami eqneboda :) cudad ar gamigot :)