Thursday, October 21, 2010

წყალწაღებული თაობა არა – ტოროლა

სკოლაში კვირაში სამჯერ მიწევს მისვლა და თამამად შემიძლია ვთქვა, ეს სამი დღე ყველა დანარჩენზე მაგარი, შედეგის მომტანი, სახალისო და ამავდროულად დამღლელიცაა.
სამშაბათს მარტო სამი საათი მაქვს, ოთხშაბათს ხუთი და პარასკევს სამი.
ვასწავლი მეექვსე (6 ბავშვი), მერვე (5 ბავშვი) და მეცხრე კლასებს (3 ბავშვი).
როგორც წინა პოსტებში ვწერდი, სკოლა კერძოა, შესაბამისად კლასებში ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია.
სამივე კლასში შესვლა სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ მეექვსეში განსაკუთრებით. არადა, პირველ დღეს როცა გაკვეთილი ჩავუტარე, ცოტაც და დეპრესია დამეწყებოდა. პირველ გაკვეთილამდე მეგონა, როცა გაკვეთილზე შევიდოდი და ლაპარაკს დავიწყებდი, ბავშვები გაშეშდებოდნენ და მოსმენას დამიწყებდნენ, მაგრამ ეს ასე როდი მოხდა. მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა და აი პირველი ეშმაკობაც. უხეშად რომ ვთქვათ, მეექვსე კლასელი ბიჭები (სულ ბიჭები არიან) ,, ნამუსზე ავაგდე“. ყველას პირობა დავადებინე, რომ კარგად მოიქცევიან და კარგები იქნებიან. პირობის დადების მერე შევახსენე, რომ ,, კაცური კაცები“ სიტყვას არ ტეხენ და აი შედეგიც: ბავშვებს ინგლისურის გაკვეთილი ფიზკულტურაზე მეტად უყვართ და მაია მასწსაც პატივს სცემენ.
იციან, ყოველ გაკვეთილზე რაღაც სიახლე ელით, ამიტომ ყოველი გაკვეთილის ბოლოს ცხრილს ჩასცქერიან და წუწუნებენ, დღეს ინგლისური რატო არ გვაქვსო.
გაკვეთილს თამაშებით ვატარებთ, სიტყვებსაც თამაშ–შეჯიბრით ვსწავლობთ. 3 საუკეთესო ბავშვი გაკვეთილის ბოლოს ვარსკვლავს იღებს. წლის ბოლოს ვისაც ყველაზე მეტი ვარსკვლავი ექნება, საუკეთესო მოსწავლედ ჩაითვლება და მაია მასწ. საგან საგანგებო საჩუქარიც გადაეცემა.
ამ ხერხმაც გაამართლა, ზარმაცუნებიც ამუშავდნენ და გუშინ ვარსკვლავებიც დაიმსახურეს. ახალ სიტყვებს კი გაფაციცებით იწერენ და მთელი მონდომებით იზეპირებენ.
გუშინწინ გივიკომ მითხრა, მასწ ჩვენ კლასს ყველაზე მეტად ფიზკულტურა, ცეკვა და ინგლისური უყვარსო. ვამჩნევ, ბავშვები მეგობრად მთვლიან.

მეცხრე კლასში მარტო გოგონები არიან და შესაბამისად გაკვეთილებიც ყველაზე შედეგიანია. აინტერესებთ ახალი სიტყვები, სლენგები, იდიომები... მეკითხებიან, რომელი ადაპტირებული წიგნი წაიკითხონ. უხარიათ როცა ტესტურ წერებს ვუტარებ, თან უკვირთ, რატო არ მეზარება ამდენი სავარჯიშოს საკუთარი ძალებით შედგენა. მასწავლებლებს ხშირად ერევათ და მეც მეცხრე კლასელი ვგონივარ. რამდენიმე დღის წინ მზარეული გადამეკიდა, შვილო სადილობისას შენ რატო არ შემოხვედი, ახლავე დაჯექი და ისადილეო. ძლივს დავარწმუნე, რომ მოსწავლე კი არა მასწავლებელი ვარ...

მერვე კლასი მაგარი მხიარულია... სულ ბიჭები არიან... ზარმაცობენ, მარა მაინც კარგები არიან... რაც მთავარია, გაკვეთილზე მისმენენ და მასალას ნორმალურად მიყვებიან... სამაგიეროდ მათი წყალობით უამრავი მმმაგარი ფილმი ვნახე... ფილმების გახსენებაზე, ლუკასთვსის დისკი მაქვს დასაბრუნებელი...

ასე რომ სკოლაში ძალიან მომწონს, მომწონს როცა ბავშვები მელოდებიან, როცა ჩემი საგანი უყვართ, როცა ვხედავ, პატივს მცემენ და როცა ვამჩნევ, მითი წყალწაღებულ თაობაზე უბრალოდ სულელობაა და მეტი არაფერი...


4 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

auuu Zalian magari emociaa es rac shen gaqvs agcerili
bravo mag asakis bavshvebtan mushaoba sakmaoze metad znelia!!
Respect!

maito said...

კიიი, ნამდვილად ძნელია :) პირველი გაკვეთილის მერე სკოლიდან წამოსვლაზე სერიოზულად დავფიქრდი, მაგრამ ეგრე რო მოვქცეულიყავი, ჩემი თავის რწმენას ვეღარც დავიბრუნებდი :( ახლა კი სკოლაში მისვლა სიგიჟემდე მიხარია ხოლმე. გუშინ მეექვსე კლასმა გაკვეთილი დიდ დასვენებაზე ჩამატარებინა :):):):)

Chumscrubber said...

მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, მე რომ შენნაირი მასწავლებლები მყოლოდნენ და გადალაპარაკებისთვის ბაკებით არ ავეწიე :)) დარწმუნებული ვარ გაცილებით კარგად ვისწავლიდი

maito said...

უიიი, ეგ უკვე სადისტობაა. ისე ცოტა სიმკაცრე მოსულა, მარააა ზღვარი ყველაფერს აქვს. ისწავლონ მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებლის ეშნინიათ, აზრი არ აქვს. ასეთი ნასწავლი მალე ავიწყდებათ ხოლმე.