Sunday, May 1, 2011

დატრიალდა, დატრიალდა თეფშიი...

სულებმა მუშაობის ტელევიზიაში დაწყება და ვატოს გაცნობა მიწინასწარმეტყველეს. ვატო ლამაზი, მაღალი, განათლებული და ამბიციური 25 წლის ახალგაზრდაა. შესაძლოა, ვატოს მაკედონიიდან ჩამოსულმა ჟოზემ დაასწროს და ჩემი თავიც მან დაიმსახუროს. რა ვიცი, რა ვიცი, სულები ორივე შემთხვევაში ბედნიერ მომავალს მიწინასწარმეტყველებენ.

ერთ-ერთმა სულმა ,,დამცინა" კიდეც, შენ გოგოზე გათხოვდებიო. ჩემ მეგობარ მარის კი მეტრა და 80 სიმაღლის ალეკოს გაცნობა უწინასწარმეტყველა. მარის სხვა არაფერი დარჩენია. საზომი უნდა იყიდოს და ყველა ალეკო გაზომოს ხოლმე, რა ვიცით, ბედი როდის შეახვედრებთ ერთმანეთს.

სულები დღეს გამოვიძახეთ. მარისთან ჯოკერის სათამაშოდ შევედი, ჯოკერის ნაცვლად კი თეფშით ,,ვითამაშეთ" და სულები ,,შევაწუხეთ". არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, მაგრამ ფაქტია, თეფში თავისით დადიოდა და კითხვებზე გვპასუხობდა. სულების გამოძახების არასდროს მჯეროდა, მიუხედავად თეფშის ბზრიალ-ტრიალისა არც ახლა მჯერა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს თეფშის ამოუხსნელი ამოძრავებაა.
ახლა ამ პოსტის წერისას ბნელ ოთახში მარტო ვზივარ და ქუჩიდან შემოსული ლამპიონების შუქზე ვაწკაპუნებ ლეპტოპის კლავიატურაზე. უკვე ყველამ დაიძინა. უცნაური ფიქრებიც ამეშალ-დამეშალა. სულების გამოძახება გამახსენდა და ცოტა ავფორიაქდი. ერთი ფილმი მაქვს ნანახი. მეგობრები სასაფლაოზე დათვრებიან, საფლავებს შორის ნამდვილ ღრეაობას გამართავენ. ამით სულებს გააღიზიანებენ და სამუდამოდ გადაიკიდებენ. ამ ფილმის გახსენებამ რაღაცნაირად სიმშვიდე დამირღვია.

არ მჯერა, მაგრამ ვაი და ჩევნ მიერ გამოძახებული სულები უკან ვერ დაბრუნდნენ, რა გვეშველება? ნამდვილად არ მინდა, სახლში მარტო დარჩენილს ვიღაც სული გამომეცხადოს და მინიმუმ ,,საყვედურებით" ამავსოს.

ეს ფილმი რაღას გამახსენდა რა . .. ტყუილად კი არ მეუბნებიან, ასეთ ფილმებს თავი დაანებეო. საშინელებების წარმოდგენაში წარმოსახვა საწაულად განვითარებული მაქვს, ხოდა ახლა ხან მარჯვნივ ვიხედები, ხან მარცხნივ, ხან წინ და ხან უკან.

სულებო მომიტევეთ, პირობას ვდებ, თეფშით აღარასდროს გავერთობი.

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

მე არასოდეს მიმიღია მონაწლოება პირიტულ სეანსი და არ მჯერა რომ თეფში დადის : ) მე მაინც მოიხერხებული მონაწილის არსებობის უფრო მჯერა რომელიც მოქნილად მართავს თეფშს : )

da gatishe es word verification :D amcia chkyuidan :D

maito said...

ზუსტად ასე ვფიქრობდი მეც და დღესაც ეჭვი მეპარება, მაგრამ ჩემთან ერთად ჩემსავით გამოუცდელი ,,მოთამაშე" მონაწილეობდა და არა მგონია, იმას ძალით ეტარებინა :) არ ვიცი, მჯეროდეს თუ არა :) ისე, შეიძლება თეფში მართლა თავისით ტრიალებს, მაგრამ არა მგონია, სულების ბრალი იყოს :) რაღაც ფოკუსს უფრო გავს :)

Dissolved Girl said...

ძალიან ცრუმორწმუნე ვარ და საშინლად მეშინია ეგეთი რაღაცების. სპირიტულ სეანსებში ცხოვრებაში არ მივიღებ მონაწილეობას :))

maito said...

:):) მეც გირჩევ, არ სცადო. თან თუ გჯერა ასეთი რაღაცების მერე შეიძLება ძალიან შეგეშIნდეს. თან მართლა არ ღირს რა სულების საქმეში ჩარევა. მეც მივქარე და აღარ გავიმეორებ :