Thursday, April 21, 2011

ალი(ა) კუდიანებს! .












ერთ ჩემს მეზობელს ალია ერქვა. ცეცხლზე გადახტომისას ალი კუდიანებსაო, როცა იძახდნენ მე ალია კუდიანებსას ვიგებდი და ვერ გამეგო, რა უნდოდათ ალიასგან.

ჭიაკოკონას ჩაქრობის მერე კი მთელ ღამეს მეზობლის სახლს ვდარაჯობდი. ველოდი, როგორ წაიყვანდნენ ალიას კუდიანები.

უკვე მეოთხე წელია კცონი არ ამინთია და არც ცეცხლზე გადავმხტარვარ. ჭიაკოკონობაც ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად ჩემს ბავშვოვბაში დარჩა. კარგი იყო. ერთი კვირით ადრე ვაგროვებდით მე და ჩემი და ფიჩხს. დედა ეზოს ალაგებდა. მეზობლებიც ემხზადებოდნენ. უბანში ერთ საერთო ცეცხლს ვანთებდით. იყო ერთი ამბები. სიცილი, ჟრიამული, კაცების პატარა წაქეიფება, ქალების ჭორაობა და ბავშვების შუა ღამემდე გარეთ ყოფნა. (რაც სხვა დღეებში წარმოუდგენელ ბედნიერებად ითვლებოდა).

ცოტა მერე, არ ვიცი რატომ, მაგრამ უბნის საერთო ჭიაკოკონა ყველა ოჯახში ცალ-ცალკე დანთებულმა ცეცხლმა შეცვალა. ზოგჯერ საერთო კოცონიც ინთებოდა, ძირითადად ბავშვების ინიციატიოვით. აი, უფრო მერე საერთო კოცონი თითქმის აღარ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ჩემი და ჩემი დის მიერ შეკოწიწებული პატარა ჭიაკოკონა.

ბოლოს ტყის პირას ავანთეთ. კოცონის შუქზე ნაძვების შიშველი ტოტები ზღაპარს გავდა. მახსოვს, ღრუბლიან ცაზე უზარმაზარი მთვარე ეკიდა. მიყვარს მთვარე. მახსენდება ყველა იდუმალი ამბავი, რაც მთვარეზე გამიგონია. წარმომიდგება საყმუვლად გამზადებული მგელი. საოცარია.

ვისხედით მე და ნატალი ტყის პირას კოცონთან და ჩვენთვის ვფიქრობდით. ბნელოდა, ცეცხლში ფიჩხი ტკაცუნობდა, ტყე ჩურჩულებდა. ბოლტო შორიახლოს იწვა და ეძინა. მერე მამა მოვიდა, მერე დედა. ვისხედით ცეცხლთან და ჩემზე ბედნიერი ადამიანი ქვეყნად არ მეგულებოდა. მერე მინავლებულ ცეცხლზე კარტოფილები შევწვით და სახლში დაბრუნებულებმა ნაცრიანი კარტოფილებით სამეფო ვახშამი მოვიწყეთ.

8 comments:

Arsen said...

შენ ბავშვობაში დაგრჩა, მე საერთოდ არ მქონდა.

maito said...

უი, რატო? :)
ჭიაკოკონობა მართლა მაგრად მიყვარდა ხოლმე :)

Arsen said...

სამწუხაროდ, საქართველოში არ გამიტარებია ბავშვობა:( არც ახლა ვარ საქართველოში, ისე აღწერე, რომ მეც უკვე მიყვარს:)

maito said...

romel qveyanashi xar? saqartveloshi saertod ar xar namyofi, tu chamodixar xolme :)

Arsen said...

როგორც თავის დროზე უთქვამს ძია რონალდს – ბოროტების იმპერიაში:) ანუ რუსეთში... კი, ზაფხულობით:)

maito said...

ai she mogalatev :D :D xumrobit, ra tqma unda :) chamodi saqartveloshiiiii :)

Arsen said...

მოღალატე არა, ემიგრანტი:))) იმედია მალე მანდ ვიქნები.

maito said...

:):):):) aucileblad iqnebi :) imedia, male :) :) :)