Friday, August 20, 2010

როგორ ვცხოვრობდით ბარალეთში...


წინა პოსტებიდან უკვე იცით, რომ ბარალეთი თავდაპირველად არც თუ ძლიან მომეწონა. მომეწონა კი არა და გულში გადავწყვიოტე კიდეც, მეორე დღესვე მარშუტკით უკან დავბრუნებულიყავი და სასწრაფოდ ხევსურეთში წავსულიყავი. დაახლოვებით ერთი საათის მერე წასვლ;აზე ფიქრიცოტა ხნით გადავდე. ბოლოს კი ისე ვიყავი, ერთი თვე კი არა, ბავშვებიც რო დარჩენილიყვნენ, ერთი წლითაც კი დაუფიქრებლად გადავდებდი.


დილა როგორც წესი 9-ის ნახევრიდან იწყებოდა. სწორედ ამ დროს ზარი ირეკებოდა და ლოცვაზე გვიხმობდა. ლოცვა 9 საათზე იწყებოდა. ლოცვის მერე ტრაპეზი, მერე კი საქმეები. ბიჭები თითქმის ყოველდღე მონასტერში გადადიოდნენ გარაჟის ასაშენებლად. გოგოები იმ შემთხვევაში მივდიოდით თუ დედაო დაგვირეკავდა. მუშაობა ძირითადად ბოსტანში და ყველის დამამზადებელ კონტეინერში გვიწევდა. საქმე ისეთი არაფერი: მარგვლა, ეზოს მოსუფთავება, კარტოფილის მოვლა, ბარდის გარჩევა, კონტეინერის გასუფთავება. ზოგჯერ ბიჭებსაც ვეხმარებოდით. პირადად მე მიწის ზიდვაში მივეხმარე. მართალია, საღამოს წელი და ხელის კუნთები საშინლად ამტკივდა, მარა ეგაც არაფერი.ყოველივე ამის გარდა თითოეულს ყოველდღე რაღაც მორჩილება გვეკისრებოდა, მაგალითად: ლოცვის წაკითხვა, ტრაპეზრობა, (მზარეულისთვის მიხმარება, სადილობისას მიმტანობა, სამზარეულოში ტრიალი), ეზოს დალაგება, დერეფნების გასუფთავება, სამლოცველოს დალაგება, სამზარეულოს წყლით მომარაგება და ა.შ. ყველაზე დამღლელი ტრაპეზრობა იყო. მთელ დღეს სამზარეულოში ტრიალი, ჭურჭლის რეცხვა და მიმტანობა გვიწევდა, მაგრამ როცა სქმეს მეგობრაბთან ერთად აკეთებ, რაღაც სახალისო ხდება და თამაშსაც კი ემსგავსება.


აი საღამოობით კი საკმაოდ კარგად ვერთობოდით. ან ვთამაშობდით, ან ვლაპარაკობდით ან უბრალოდ ვსულელობდით.


ერთხელ ხატიამ, გურამიმ, ჩეჩენამ, საბამ, ლაშამ და მე ფეხბურთიც ვითამაშეთ. მე და ხატია კარში ვიდექით. გამარჯვება ჩემმა გუნდმა მოიპოვა ანგარიშით 3-2. თან გავითვალისწინოთ, რომ მაგ დროს ტრამვირებული ვიყავი და ბურთის ხელით მოგერიება ჯერ კიდევ არ შემეძლო.


ცოტა უფრო მოგვიანებით, მას მერე რაც დედაო დაიძინებდა შეგვეძლო სამზარეულში ჩუმად შევპარულიყავით და ღამე თუნდაც გაგვეთენებინა. ერთ-ერთი ასეთი ღამის თენების დროს მე და ხატიამ გერკულესის გაკეთება მოვინდომეთ. წყალი ავადუღეთ და შიგ შოკოლადის გერკულესი ჩავყარეთ. ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ რომ გერკულესს არა, მაგრამ ჯადოქრების საჭმელს ნამდვილად ვამზადებდით. ამაში გურამიც დაგვეთანხმა, რომელიც შუა მზადების პროცესში გამოჩნდა. შოკოლადი სულ ჩადნა და ხელში ისეთი შავი მასა შეგვრჩა, ხატიასგან განსხვავებით ჭამის სურვილი სულ მთლად დავკარგე.


უი, ბარალეთში ცხენზეც ვიჯექი და ცოტა გავატარე კიდეც. ისე ცხენზე ადრეც ვმჯდარვარ, მაგრამ მაშინ არ გამიტარებია, უფრო სწორად მე არა, მარა ცხენმა კი გამატარა, თან როგორ.


მოკლედ, თიანეთში დეიდასთან ვისვენებდი, ავიტეხე, გინდათ თუ არა ცხენზე დამსვით-მეთქი. ბოლოს ჩემი დეიდაშვილი სერიოზულად შევაწუხე, შუადღისით ტახტიდან წამოვახტუნე და ცხენებისაკენ წავაცუნცულე. ცხენები მოშორებით, მინდორზე იყვნენ და ბალახს ძოვდნენ. მაინცდამაინც იმ ცხენს დავადგი თვალი, რომელზეც თურმე დოღის დროსაც კი ყველა ვერ ჯდება. რა თქმა უნდა, იმ ცხენზე არ დამსვეს. ბოლოს ერთი შუკაზმავი ყავისფერი ცხენი ამირჩიეს და ზედ შემახტუნეს. როგორც უკვე გითხარით, შუა დღე იყო და საკმაოდაც ცხელოდა. ხოდა, ასეთ დროს თურმე ცხენი აგრესიული ხდება. ამას ისიც დაემატა, რომ სხვა ცხენებმა წყლის დასალევად ზუსტად იმ დროს მოინდმეს წასვლა. წყალზე წასული მეგობრები დაინახა თუ არა, ერთი დაიჭიხვინა და გასაქცევად მოემზადა. მე, რა თქმა უნდა, ვერაფერი შევამჩნიე. გაბრწყინებული ვიჯექი და რაღაცებს ვოცნებობდი, როცა ჩემი დედიაშვილი დავინახე; ხელებს მიქნევდა და რაღაცას მანიშნებდა. რას მანიშნებდა მაშინღა მივხვდი როცა ცხენმა მოქუსლა და მეგობრებს გაეკიდა. წარმოვიდგინე, რა შეიძლება მომხდარიყო და ამ მიმქროლავი ცხენიდან ისეთი გადმოვხტი, არც კი დავფიქრებულვარ რა შეიძლება მომსვლოდა. საბედნიეროდ კარგად გადავრჩი. სოფელში კი ჩემ გმირობაზე ალაპარაკდნენ, მეც სხვა რაღა მინდოდა. თუმცა როგორ არა, ცხენის ტარების ცოდნა მართლა მაგრად მინდა, მარა...


სურპრიზებიც ხშირად გვქონდა: პიცა თეკლას დაბადებისდღისათვის, ხინკალი ბიჭებისათვის, ლელას ნამცხვარი ასევე სურპრიზად ბიჭებისათვის, რომელსაც მთელი ამბები მოყვა. ლელას უნდოდა, ნამცხვარი ფილმის ჩვენებამდე დაეჭრა ისე რომ ბიჭებს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ. სურპრიზი ჩაიშალა, რადგან მონასტრიდან დაბრუნებისას (გამოსაცხობი იქ იყო), ნამცხვარი სატრაპეზოში გაატარეს და ბიჭებმაც ყველაფერი დაინახეს. ლელა ძლივს შემოვირიგეთ. სამაგიეოდ ღამე გოგამ სურპრიზი მოუწყო. კარდონზე დიდი ასოებით ,,მიყვარძარ” დააწერა, ნავთი თუ რაღაც დაასხა და ლელას ფანჯრებთან ,,სიყვარულის ცეცხლიც” დაანთო. აი, რაც შეეხება ვარძიაში ექსკურსიასა და მეუფესთან სტუმრობას შემდეგ პოსტში გიამბობთ.

4 comments:

sofo said...

uyuret maitos turme rogor ra kargi dro gautarebiaaaaaa :*:*:*:*

მარიამი said...

მაგარიაააააა:) აუ, მომავალ წელს კიდე იქნება ეს ექსპედიცია?

ხატულა said...

ყველაფერი თვალწინ დამიდგა ეხლა მაი... ვაიმე მართლა საშინლად მენატრება ჩვენი ბარალეთური ცხოვრება... :( ცვენი ბავშვებიიიიიიიიი.... :( სად არიან და როგორ არიან ნეტა ეხლა... :) ნეტა ყველაზე ძალიან ვის ვენატრები... :D :D

maito said...

vis enatrebi? yvelas :* kide iqneba eqspedicia da wavaaaaalt :*