Tuesday, September 14, 2010

მე, ვამპირები და მარი ,,პარალელური სამყაროდან”


(მგონი, ცოტა დავემსგავსე ვამპირს :) რა ვიცი, მამაჩემმა მიმამსგავსა და :D)
მარი 14 წლისაა, მეცხრე კლასშია და მიუხედავად ჩვენ შორის 7 წლიანი სხვაობისა ერთმანეთს მაინც მშვენივრად ვეწყობით. მარიმ ჩვენი გაცნობის პირველ დღესვე აღნიშნა რომ თავისი ასაკის გოგნებისაგან განსხვავებით ჩემთან ვამპირებზე, მოჩვენებებზე, მაქციებზე, პარალელურ სამყაროსა და უცხოპლანეტელებზე ლაპარაკი თავისუფლად შეეძლო.


ვამპირების შესახებ განსაკუთრებით დავინტერესდით. გადავწყვიტეთ, მათ შესახებ ყველაფერი შევისწალოთ და ინფორმაციაც მოვიძიოთ.


როგორც გავარკვიეთ, ვამპირები მართლაც რეალური არსებები, უფრო სწორად კი დაავადებული ადამიანები არიან. დაავადებას პორფირია ქვია და სისხლთან პირდაპირ კავშირშია. პორფირიის დროს სისხლში არსებული ჰემოგლობინი ქრება და სისხლის საერთო რაოდენობაც საკმაოდ კლებულობს, ამიტომ პორფირიით დაავადებულ ადამიანს სისხლის სმის დაუოკებელი სურვილი უჩნდება და ადამიანების ხოცვას იწყებს. სისხლის ნაკლებობის გამო კანის ქვედა საფარი თანდათან იშლება და შესამჩნევად თხელდება. ამის გამო ადამიანს მზის სინათლეზე გასვლა აღარ შეუძლია, რადგან მზის სინათლეზე დაავადებული კანი შლას სწრაფი ტემპით იწყებს და ადამიანი სიკვდილის პირას მიჰყავს.


აი, სწორედ ასეთ ადამიანს შეარქვეს ვამპირი, მერე არარეალური შესაძლებლობებიც მიაწერეს, ზღაპრულ არსებებად აქციეს და დღესაც აქტიურად იყენებენ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადასაღებად.რაც შეეხება ვამპირის ძალას, ესაც რეალური ამბავია და ზღაპართან არაფერი აქვს საერთო. მიზეზი ის არის რომ პორფირიით დაავადებულ ადამიანს გონება ებინდება, ინსტიქტებით მოქმედებას იწყებს, ამას სისხლის წყურვილისაგან გამოწვეული აღგზნებაც ემატება და გაგიჟებამდე მისულს განუმეორებელი ძალა ეძლევა. უკვე ვამპირებად ქცეული ადამიანები დასახლებულ ადგილებს გაურბიან, სასაფლაოებს ეტანებიან და საკბილოს საძებნადაც ღამე გამოდიან. ვამპირების შესახებ სხვა ვერსიებიცაა, მაგრამ ამასთან შედარებით არარეალურად მოგვეჩვენა. მაგალითად: ვამპირები არიან არსებები, რომლებიც:

1 ცუდად დაასაფლავეს;

2 პირქვე დამარხეს;

3 ტრაგიკულად დაიხოცნენ;

4 წყალში დაიხრჩვნენ;

5 მგლისგან მოკლული ცხოველის ხორცი ჭამეს;

6 დაწყევლეს;

7 გვამი უპატრონოდ მიატოვეს და ა.შ.

როგორც ხედავთ, ეს ვერსიები ნაკლებსარწმუნოა და რეალობისაგან განსხვავებით ზღაპარს უფრო ჰგავს.

2 comments:

Dissolved Girl said...

აჰა, ვიძახი ვამპირები არსებობენ-თქო და არავინ მიჯერებს :) :) ჩემი ნათესავი მოკლა ვამპირმა ეგრე და არავის არ ჯერა :((

maito said...

:O მართლააა? მე მჯერა, მარა ბოლომდე თითქოს არც მჯერა :) უფრო სწორად მგონია, რომ ვამპირები დღეს აღარ არსებობენ :)