Saturday, April 3, 2010

წვიმა და რეპორტაჟი ტყვიავიდან

   გარეთ წვიმს. სახლში მარტო ვარ. ჩაის ვსვავ და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. მიხარია, ხვალ ჭიათურაში მივდივარ. უკვე ვიცი, რას ჩავიცვავ და არხეინად ვარ. მთავარია, ხვალ მზე გამოვიდეს და კარგი ამინდი იყოს. რა ვიცი, აღდგომას ყოველთვის მზიანი ამინდია ხოლმე და...  
   წვიმამ ტყვიავი გამახსენა. უნივერსიტეტიდან კონფლიქტების სალექციო კურსის ბოლოს ნინო ჟიჟილაშვილმა (ლექტორმა) რეპორტაჟების გასაკეთებლად კონფლიქტურ ზონაში წაგვიყვანა. პირადად მე ტყვიავი ავირჩიე (სოფელი, საიდანაც რეპორტაჟს გავაკეთებდით ჩვენ უნდა აგვერჩია). სწორედ ტყვიავიდან ვაპირებდი ოსებისა და ქართველების ურთიერთობაზე რეპორტაჟის გაკეთებას. იმ დღესაც წვიმდა, რამაც დილიდანვე საშინელ ხასიათზე დამაყენა. ამას ისიც დაემატა, რომ უნივერსიტეტთან მისულს კახამ დამირეკა, დიკტოფონი რატო არ დააბრუნე, ბავშვებს უნდათ გატანა და აღარ არის, ახლავე მოიტანეო. ვუთხარი, ჯგუფთან ერთად ტვიავში მივდივარ და მჭირდება-მეთქი, მაგარამ გაბრაზებული იყო და ყურიც არ მათხოვა. მოკლედ, ამან ხასიათი კიდევ უფრო ამირია და საქმის გასარკვევად მეექვსე კორპუსში გადავედი. ღოგორც იქნა ყველაფერი გავარკვიე და უკან დიკტოფონით დავბრუნდი. მარშუტკაში ასვლის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ისე გავერთე, მალე გავმხიარულდი კიდეც და წვიმაც დამავიწყდა. წეროვანთან ღრუბლებიც შეთხელდა. მზის გამოჩენამ კი კიდევ უფრო გაგვახალისა და გამოგვაცოცხლა. 
   ტყვიავში სამი ბავშვი ჩავედით, გავიყავით და ჩვენ ჩვენი საქმის გასაკეთებლად წავედით. ჯერ ქუჩებში დავიწყე ბოდიალი. ადგილობრივებს ვესაუბრებოდი. ისინიც მიყვებოდნენ ომის ამბებს. მართალია, აგვისტოს გახსენება უმძიმდათ, მაგარამ მაინც...
    ტყვიავი სულ სხვანაირი წარმომედგინა: დანგრეული, გადამწვარი სახლებით, სახემოღუშული მცხოვრებლებით... მოლოდინი საფელში შესვლისთანავე გამიცრუვდა. ერთადერთი რითიც მიხვდებით, რომ ახლო წარსულში აქ არც თუ მშვიდობიანი ზაფხული იდგა, მცხოვრებლებზე აღბეჭდილი დარდი და ალაგ-ალაგ შემორჩენილი, დანგრეული სახლებია. 
   სტატიისთვის სურათები გადავიღე და ნინომაც (ლექტორმა) დამირეკა, სად ხარ, მეგობრები გირეკავენ, რატო არ პასუხობ, გულს რატო გვიხეთქავო. (მეგობრები, რომლებთან ერთადაც ტყვიავში ჩავედი და უკან მათთან ერთად უნდა დავბრუნებულიყავი). მოკლედ, სასწრაფოდ დავბრუნდი უკან, თან მასალებიც ბლომად მქონდა და მარშუტკაში ავედი. გოგოები უკვე იქ მელოდნენ. სანამ მთლიან ჯგ
ფს შევუერთდებოდით, ერთმა ოჯახმა შეგვიპატიჟა. უნდოდათ, ჩვენთვის პრეზიდენტის სახელზე წერილი გაეტანებინათ. სანამ წერილს დაწერდნენ, სუფრაც გაგვიშალეს. მაგრად გვშიოდა და უარიც აღარ გვითქვამს. ამასობაში დანარჩენ ბავშვებს ჩვენი ლოდინი მობეზრდათ, აღარ დაგველოდნენ და მარშუტკებით მცხეთაში რესტორანში წავიდნენ. ჩვენ წასაყვანად კი ლექტორი თავისი მანქანით წამოვიდა. ტყვიავიდან ლექტორის მანქანაში გადავბარგდით, მარშუტკის მძღოლი სახლში გავუშვით და მცხეთისაკენ ჯგფთან შესაერთბლად წავცუნცულდით. მოკლედ, იმ დღეს კარგად მოვულხინეთ, ჟურნალისტების სადღეგრძელოც შვსვით და სახლებში მართლაც რომ უმაგრესი განწყობით დავბრუნდით. რაც შეეხება საგამოცდო რეპორტაჟებს, მგონი ლექტორს ყველა მოეწონა და ეს ჩვენ ქულებზეც აისახა.

   გარეთ კი ისევ წვიმს...

   ჩაიც გამიცივდა...

No comments: