Thursday, March 25, 2010

ხმა დავკარგე :(:(

ხვალ სოსო ცინცაძესთან ინტერვიუ მაქვს დანიშნული (დღეს უნდა ჩამეწერა, მარა გადამედოოო ), მერე ინგლისურზე უნდა წავიდე. ხო, კიდევ ერთ კაცთან გვაქვს საქმიანი შეხვედრა.
და სულაც არ მხიბლავს ხვალინდელი დღის ასე გადატვირთული გრაფიკი, რადგან ყელი მტკივა, მახველებს და სიცხეც უნდა მქონდეს.
დარეჯანმა რძე და თაფლი შემომიტანა ამ საღამოს. დარეჯანი ჩვენი მეზობელია. უნდა ვაღიარო, ძალიან კარგი ადამიანია.

არადა, ვგიჟდები გადარბენაზე.
უამრავი რაღაც გაქვს დაგეგმილი, თანდათან დაუგეგმავიც გემატება და მთელი დღე ისე გადის, ბოლოს ავტობუსშიღა გახსენდება, რომ მთელ დღეს არც კი ჩამომჯდარხარ. ამ დროს მზად ხარ მოხუცსაც კი თვალია აარიდო და გადაღლილი სხეული წამოსადგომად ვერ გაიმეტო.
მიუხედავად ამისა, მიყვარს ცხოვრება გადარბენებით. ეს ის შემთხვევაა, როცა სისულელეებზე ფიქრისათვის დროც კი არ გ
ჩება.
ეს კვირა განსაკუთრებულ გადარბენაზე ვარ.
გაზეთში დავიწყე მუშაობა და სტატია მაქვს დასაწერი.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ფლაერებს ვარიგებთ მე, ხატია, მანო და თათია. ფლაერები გაზეთისაა, სადაც მალე საგამოძიებო ჯგუფთან ერთად სტატიებს მოვამზადებთ.
დღეს ძალიან დავიღალე, მარა ლექციებზე მაინც ავედი უნივერსიტეტში. იქ ჯგუფელები ვნახე და დაღლაც გადამავიწყდა. ჭავჭავაძეზე ცისანა შეგვხვდა, ხო არ დაგავიწყდათ 4 აპრილს ჩემთან რომ ხართ დაპატიჟებულებიო. მაგას რა დამავიწყებდა.
4 აპრილს ცისანას დაბადებისდღეა და ჯგუფელებიდან რამდენიმეს ჭიათურაში გვეპატიჟება. ასე რომ ფლაერების დარიგებაში რასაც მოგვცემენ ცისანას საჩუქრისათვის კი მეყოფა. Mმე, მანო და ხატია ერთად ავარჩევთ რამე მაგარს.
xო და კიდევ ერთი, არ ვეთანხმები როცა ამბობენ, თბილისში მარტო დაღვრემილი ადამიანები დადიან, ხალხს ღიმილი დაავიწყდაო. ყოველი შემთხვევისათვსი, დღეს ყველა გვიღიმოდა და რა ვიცი.
დღევანდელ დღეს კარგ დღედ ჩავთვლიდი, რომ არა ერთი რაღაც. გუშინ ლანამ მთხოვა, ბინების მოძებნაში დამეხმარეო. კი ვუთხარი, შეიძლება ვერ მოვახერხო-მეთქი, მარა ვფიქრობდი, დროს როგორმე გამოვძებნიდი. სამწუხაროდ მთელი დღე ისე აეწყო, დრო ვერ გამოვნახე და ლანას ვერ გავყევი. ეს კი ძალიან ცუდად დამჩა და ლანას მიმართ თავს უხერხულად ვგრძნობ. არაუშავს, ამას აუცილებლად გამოვასწორებ და იქით კვირას ასიანი გავყვები.
ახლა კი წავედი, სიცხისაგან მგონი მაკანკალებს, თან რძე უნდა დავლიო. რძეს ვერ ვიტან კი არა ვერ ვიტან კვადრატში, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და როგორმე უნდა დავლიო...

3 comments:

Nino said...

მიხარია გაზეთში კარგად რომ გრძნობ თავს :) წარმატებებს გისურვებ! :*

lana said...

maiiiiiii yvelgan shen rogor unda iyoooo:D:D:D:D:D:D lana chakhunashvili

maito said...

გაზეთში რომ ვიწყებ მუშაობას ეს, ნინო და ლანა, თქვენი დამსახურებაა :):) ორივე ძალიან კარგები ხართ:):* გაიხარეთ :)