Monday, March 15, 2010

ნამდვილი მიზანი ,,იმედის" დახურვაა


   ,,იმედის” გარდა სალაპარაკო აღარ გვაქვს. ყველგან ,,იმედი”: სახლში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ქუჩაში, უნივერსიტეტშიც და საბავშვო ბაღშიც კი. დღეს მეექვსე კორპუსთან ჟურნალისტიკის სტუდენტებმა აქციაც მოვაწყეთ. ჩვენ არც ხელისუფლება გაგვიკრიტიკებია და არც იმედის დახურვა მოგვითხოვია. უბრალოდ ჟურნალისტებს, რომელთა უმეტესობამაც სტუდენტობა მეექვსე კორპუსის კედლებს შორის გაატარა, შევახსენეთ, რომ ჟურნალისტს საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა ორმაგად დიდი უნდა ჰქონდეს, რომ ჟურნალისტი სხვის ხელში მოთამაშე მარიონეტად არ უნდა გადაიქცეს.
რა თქმა უნდა, ,,იმედზე” საუბარი ლექციაზეც გაგრძელდა.
   გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ლექციის ბოლოს კი რაღაც დასკვნამდეც მივედით.
ამისათვის კი ჯერ ის შესაძლო მიზეზები ჩამოვყარეთ, რაც ამ სიუჟეტის მომზადების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

   1). ხელისუფლებამ საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენამ დიდი შანსია სრულიად იგივე შედეგი მოიტანოს.

   თუ მიზანი მართლა ეს იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგი სულ სხვა მივიღეთ. არა მგონია საზოგადოება ახლა იმას ფიქრობდეს, თუ რა ცუდები არიან რუსები და რა მოხდება წინ მომავალში. სამაგიეროდ ხალხი პანიკაშია და რას მოითხოვს? ,,იმედის” დახურვას. იმედში რა ხდება? იმედის ხელძღვანელობა სკამს არ ტოვებს და ხმამაღლაც იძახის, არსად წამსვლელები არ ვართ, ბოდიშს ვიხდით და დანაშაულის გამოსასწორებლად, აწი სულ სიმართლეს ვიტყვითო... კი, აბა, დაგიჯერეთ... 
   და რატომ ვერ მიიღეს ის შედეგი რაც უნდოდათ? ნუთუ მართლა ასე უვიცები არიან? ნუთუ არავინ დაფიქრდასავით მაინც, რომ ახალ ამბებში მოტყუება, ძველი კადრების გაშვება, ინსცენირება, პანიკის ატეხვა და მსგავსი რაღაცები ყოვლად დაუშვებელია? ნუთუ ერთ ოდნავ ჭკვიანს მაინ არ დაებადა აზრი, რომ ეკრანის რომელიმე კუნჭულას მიეწერა, ეს ინსცენირებაა, წუხელ სიზმარში ვნახეთ, თურმე მომავალში სწორედ ეს გველოდება და აბა თქვენ იცით, ბენზინის რიგებში ადგილი ახლავე დაიკავეთო. ვაიიიი... 
    მაგრამ ეს არავის გახსენებია. 

   მოკლეთ, გეგმამ არ გაამართლა და ფორმის არასწორად შერჩევის გამო სულ სხვა შედეგი მივიღეთ: საზოგადოება ,,იმედის” დახურვაზე ალაპარაკდა. 
აქ კი დაფიქრება გვმართებს. და მეორე მიზანიც:

   2).
ელისუფლება ცდილობს ,,იმედს” ლიცენზია ჩამოართვას. 

მართლა ასეთი უვიცები არიან, რომ მოსალოდნელი შედეგი წინასწარ ვერ განესაზღვრათ? რაღაც არა მგონია. არც ის მგონია, რომ არ ეფიქრათ, თუ რამხელა პანიკას გამოიწვევდა სიუჟეტის გაშვება. თუმცა ის, რომ ინსცენირება იყო მაინც არსად მიუთითეს. რატომ? რატომ და ამ შემთხვევაში საზოგადოება სრულიად უინტერესოდ შეხვდებოდა ამ ფაქტს და იქნებ სხვა არხზეც კი გადაერთოთ ტელევიზორი. მაშასადამე, ხელისუფლების მიზანი რჩება რა? არც მეტი და არც ნაკლები, საზოგადოების დაპანიკება, ,,იმედის” რეიტინგის დაგდება და საბოლოოდ მისთვის ისევდაისევ საზოგადოების საშუალებით ლიცენზიის ჩამორთმევა.
და რა ხდება რეალურად? მიზანი ნაწილობრივ უკვე მიღწეულია.
   და რატომ სჭირდება ხელისუფლებას ,,იმედის” დახურვა? რატომ და იმიტომ რომ სადაცაა პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანიას დაიბრუნებს და ვაი ხელისუფლების ტყავის ბრალი თუ იმ დროისათვის ,,იმედს” ლიცენზია ექნება და მაუწყებლობას გააგრძელებს. ასე რომ მანმადე ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ ამ ლიცენზიის ჩამორთმევა რჩება. რა ფორმით ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რას იტყვი
ან საზრვარგარეთ, როგორ შეაფასებს ამ მოვლენას რუსეთი რას იფიქრებს საზოგადოება, რას იტყვიან ,,იმედის” ჟურნალისტებზე, რამდენი ადამიანი მიიღებს ინფაქტს...ეს ხომ იმ მიზნის მიღწევასთან შედარებით არაფერია, რაც ხელისუფლებამ დაისახა და ნაწილობრივ შეასრულა კიდეც?
  ჩვენ კი ვერადავერ გავცდით ბრბოს სტატუსს. ,,იმედი” თუ დადებილდა და ეთკის ნორმები დაივიწყა, ჩვენ რაღამ გამოგვადებილა? ან სიმწვანემ რატო არ დაგვაეჭვა, ან ძველმა კადრებმა რატო არ დაგვაფიქრა, ან როგორ დაგვავიწყდა, რომ ბოროტი ძიები, მხოლოდ ზღაპრებში კვდებიან? 
   მაგრამ ხელისუფლება არც აქ შემცდარა. ჩვენ ის ერი ვართ, რომლის საშუალებითაც შავბნელი საქმეების კეთება ძლზე ადვილია. საკმარისია ერთი ჩაგვძახონ და მზად ვართ ათასი ამოვძახოთ უკან. და ასე, ჩვენი უვიცობით ვაპიარებთ ,,იმედზე” გაშვებულ სიუჟეტს და ხელისუფლების მიერ დანთებულ კოცონზე წყლის ნაცვლად ნავთს ვასხავთ.


    თუმცა მესამე მიზანიც არ უნდა დაგვავიწყდეს:

   3). ხელისუფლებამ საზოგადოების ყურადღება იმედზე გაშვებული სიუჟეტისაკენ გადაიტანა და ამით რაღაცის მიჩქმალვას შეეცადა.

   რა მიჩქმალეს? ეს კი ნამდვილად არ ვიცი და მეც ძალიან მაინტერესებს. ამბობენ მსოფლიომ საქართველოზე ჩვენი ხელისუფლებისათვის არასასურველი დასკვნა გამოიტანაო და რა ვიცი, რა ვიცი...

5 comments:

Khatia Chogovadze said...

არჩევნებიიი... არჩევნებიი!!!! გვიახლოვდება! აი საჭიროება.
ფაქტი სახეზეა,რომ უკვე მარაზმია, რაც ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ხდება...

maito said...

და ჯერ სად ვართ :(((( ეს ერთი და სხვა მრავალი :))) ისე, კინო მაგრად ვითარდება თანდათან :) არ გამიკვირდება, ამ სიუჟეტმა ოსკარი რომ აიღოს :)))

siyvarulovna said...

მართლა საინტერესო მოსაზრებები იყო, თუმცა ნამდვილი მიზეზი ჩვენთვის უბრალო ხალხისთვის რა თქმა უნდა მაინც მიუღწეველი იქნება. ვერასოდეს გავიგებთ ვისი იდეა იყო მთავრობის, ოპოზიციის, პოზიციის, თვითონ ტელე არხის თუ ვინმე მესამე პირის კიდე.მაგრამ ფაქტი ის არის რომ ეს გადაცემა მხოლოდ ხალხის პანიკას ემსახურებოდა რადგან ამ გვარი გადაცემებით რაიმე შედეგის მიღწევა ალბათ რთულია.
თუმცა საბოოლოო ჯამში მე მაინც მომეწონა იმიტო რომ ნაჩვენები იმიტაცია შეილება მალე რეალობად იქცეს

maito said...

გეთანხმები, შეიძლება ეს სცენარი მართლაც რეალობად იქცეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამაზე დოკუმენტური ან ანალიტიკური მასალა მოემზადებინათ? :( საინფორმაციო გამოშვებისათვის კი ნამდვილი მასხრობა იყო :))) ჯანდაბას პანიკა, უცხოეთის თვალში კი მაგრად გავბანძდით :(

xatia said...

chemi azritac masxrobna iyo :(