Thursday, March 18, 2010

ვაგზალზე ნაყიდი გეგა :)



    ხატიამ გეგა მაჩუქა. აი ასე, წავედით ვაგზალზე და აქეთ-იქით ბოდიალის მერე ხატიამ მითხრა, მინდა, ჩემგან სამახსოვროდ ფლეშკის დასაკიდი გიყიდოო. ხოდა არც მეტი და არც ნაკლები, დაიჟინა ეს ბიჭი მომწონსო და გეგა მიყიდა. გეგას თეთრი თავი აქვს, ყავისფერი ტანი და შავ-თეთრი შარვალი აცვია. ბებიაც კი გადავრიე, ყველგან გეგას დავაკონწიალებ, სურათებს ვუღებ, ჭამის დროს მაგიდაზე მიზის. დღეს პროფილსაც მასთან ერთად ვუყურე. რა თქმა უნდა, კომპიუტერთან როცა ვჯდები გვერდიდან არ მშორდება, კომპიუტერშია შეერთებული და ხანდახან თუ შექანდება, ესაც ალბათ მაშინ, როცა ვირუსები შეკუნტრუშდებიან ხოლმე ჩემ ფლეშკიტოში. 

 

3 comments:

siyvarulovna said...

მომწონს შენი გეგა =))
ეგეთი,ნუ ოდნავ სხვანაირი მეც მყავს :P

xatia-batia said...

მიყვარს ყველა გეგააააა :)))))მაიტოს გეგათი დაწყებული–ფალავანდიშვილით დამთავრებული:)))) პრინციპში მარტო ეს ორი გეგა მიყვარს, ოღონდ მეც არ ვიცი რომელი უფრო ძალიან:( მაგრამ ის ვიცი რომ ორივე გეგას ჩემი მაიტო მირჩევნიააა :):*

maito said...

მაიტოს კი ყველა ხატია უყვარს, მარა ხატია-ბატია ყველაზე მეტაააად :):):):)