Wednesday, July 20, 2011

ცოლად გავყვები...

ზოგადად, ოცნება ძალიან მიყვარს. მაქვს აკვიატებული ოცნებები, რომლებიც ხშირად აუსრულებელი მრჩება და საბოლოოდ უბრალოდ მავიწყდება. მაგალითად, მეშვიდე-მერვე კლასში მინდოდა, იტალიის ნაკრების ფორმა მქონოდა. უფრო ადრე ვოცნებობდი, საკუთარი ცხენი მყოლოდა. ასაკთან ერთად მგონი ოცნებებიც ცოტა ქალური უნდა გამხდარიყო. მაგალითად, მეოცნება საქორწინო კაბაზე, პრინცზე, მანქანიან-სახლიან შეყვარებულზე... მაგრამ რა ვიცი, ჩემი ოცნებები ახლა უფრო სახიფათოა, ვიდრე ქალური... მაგალითად:

  1. ხიდიდან გადახტომა. (ამას მალე ვიზავ)
  2. პარაშუტით გადახტომა.
  3. საჰაერო ბურთით ,,სეირნობა“
  4. ცხენზე ჯირითის კარგად სწავლა.
  5. მოტოციკლის კარგად ტარება და საკუთარი მოტოციკლი, რა თქმა უნდა.
  6. ლაშქრობაში წასვლა კარავით და ა.შ. (ამ ოცნებას რამდენიმე კვირაში ავიხდენ)
  7. ტიბეტში მოგზაურობა.
  8. სადმე კუნძულზე ერთი თვით დაკარგვა.
  9. პირსინგი და ტატუ (მამაჩემმა, როცა გათხოვდები, მერე რაც გინდა ის ქენი, ახლა არაო.
  10. მე რო მომწონს, ისეთი ბათინკები. მარტო ერთ ფილმში როა და სხვაგან ვერსად მივაგენი ჯერ.
  11. სამხედროების ნაჭრით შეკერილი ბუწ(ტ)ილკა შარვალი. (მგონი თვის ბოლოს სიას ესაც გამოაკლდება)

აქვე:

ვინც ყველა ამ ოცნებას რეალობად მიქცევს, თუნდაც ბაყაყი იყოს, დაუფიქრებლად გავყვები ცოლად.

და ერთი ქალური ოცნებაც:

იმედია, ოცნებების ამსრულებელი ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი პრინცი იქნება. თუ ბაყაყი, კოცნის მერე პრინცად გადაიქცევა. ჩვენ გადავიხდით უზარმაზარ ქორწილს, მე ჩავიცვამ თეთრ კაბას და ...

ახლა კი წავედი, თორე სტატია დასაწერი დამრჩება.

3 comments:

Arsen said...

ნწ ნწ ნწ...
:))))

Taknatuna said...

1, 2, 3, 5, 6, 8,9, nu tatus rac Seexeba kiserSi მინდა გული პატარა, ხოდა ვაპირებ გაკეთებას, უბრალოდ მამაცემმა თუ ნახა კარგი დღე არ დამადგება თუმცა რას ვიზამთ, მე მაინც მინდა

maito said...

arsen:
:)))))))))

taknatuna:

მეც მამაჩემის გამო ვიკავებ თავს :D არადა, ისე მინდა, ისე მინდა, მარტო მაგის გამო გავთხოვდებოდი :D :D