Thursday, July 14, 2011

მაიტო იწყებს ,,ბოდიალს"




















ავიღებ ზურგჩანთას, საძილე ტომარას, პარალონს და წავალ. ჯერ ჯავახეთში, მერე ხევსურეთში, მერე მეგობართან, მერე სხვა მეგობართან, მერე დუშეთშიც. თუ მოვასწარი, სურამშიც გავისეირნებ და
სწავლაც დაიწყება.

თუმცა სწავლა აღარ მიხსენოთ. ძირს სწავლა, ძირს წიგნები, ძირს კომპიუტერი, ძირს კრედიტები, ძირს - მაგრამ არა, ჯიპას ,,ძირისთვის“ მაინც ვერ გავიმეტებ.

ჯავახეთის ექსპედიციაში შარშანაც ვიყავი. ისე მომეწონა, მთელ წელს მხოლოდ ჯავახეთში წასვლაზე ვოცნებობდი.
ხევსურეთში არასდროს ვყოფილვარ. ავიხდენ ამ ოცნებასაც და ერთ კვირას კარავში, მთების დალაშქვრასა და კოცონთან გათენებულ საღამოებში გავატარებ.

შემპირდნენ, ჯიხვის ხორცსაც გაგასინჯებთო.

კი მეცოდება ჯიხვი, მაგრამ...

მანამდე კი ჯერ ჯიპა უნდა დავამთავრო, ბარგი შევაგროვო, ჩემი და თურქეთში გავაცილო, რაღაცები ვიყიდო, რაღაცები შევაკერინო.

პირველ რიგში სამხედროს ნაჭრისგან შარვალი უნდა გავიკეთო. ხევსურეთში გამომადგება. არც გაიხევა, არც გაჭუჭყიანდება და არც ადვილად დასველდება.

კვირას ხატიასთან გავცუნცულდები და კარავს გავრეცხავთ.

ახლა კი წავედიიიიიი... მასალა უნდა მოვიძიო და არდადეგების დაწყებამდე სტატია დავწერო.


4 comments:

Anonymous said...

ვერი ნაის. კაი სასტავთან ერთად პახოდს რა ჯობია.

maito said...

კიი, მთავარი მაინც სასტავია :) :)

და მიხარია, კარგ ხალხთან ერთად რო მომიწევს ,,ბოდიალი" :D

Arsen said...

"ძირს სწავლა, ძირს წიგნები, ძირს კომპიუტერი, ძირს კრედიტები, ძირს..." JA! JA! JA!))))

maito said...

ძირს გამოცდებიიიი :D :D