Thursday, March 31, 2011

GIPA-ს სტუდენტები სამხედრო ბაზაზე



31 მარტი 2011 19:06

http://www.mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type&Id=950

 ნიუსი თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან. 


საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებმა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა ნახეს თუ რა მომზადებას გადიან ქართველი სამხედროები, გაეცნენ ბაზაზე არსებულ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას. სტუდენტებმა სხვადასხვა სიმულაციური სისტემებიდან ისროლეს და სამხედროებთან ერთად ისადილეს. ბაზის დათვალიერების შემდეგ სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.  

 “სამხედრო ბაზა დავათვალიერეთ, ჯარისკაცის ულუფაც გავსინჯეთ. განსაკუთრებით სიმულაციური ცენტრი მომეწონა. სამხედრო ბაზაზე ყოფნა ერთდოულად სახალისოც იყო და ინფორმაციულიც. მიხარია, რომ ქართველი ჯარისკაცები ასეთ პირობებში ვარჯიშობენ. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ”- განაცხდა სტუდენტმა თაკო სვანიძემ.  

სტუდენტებმა სამხედრო ბაზა თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში დაათვალიერეს, რაც ახალგაზრდებისთვის თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას ითვალისწინებს.

 

1 comment:

Gigoli said...

gipa_ს 5 სტუდენტი ყავს მარტო?