Friday, March 4, 2011

შეკრება მაღლივში .

დილით მესიჯმა გამაღვიძა. თათია იყო, ჩამოვედი და გოგოებს დღეს ჩემთან გელითო. სასწრაფოდ მივწერე მარის, ხატიას და მანოს. მანომ ამჯერედაც უარი თქვა, თეონა ბავშვს აჩენს და არ მცალიაო. ხოდა აქვე, მანო, ამ ბოლო დროს რაღაც პასიურობ და თუ ასე გააგრძელებ, გაგრიცხავთ სამეგობროდან.

მე და ხატიამ გადავწყვიტეთ, თათიასთან დავჩენილიყავით, მაგრამ ბოლოს მაინც სახლებში დავიშალეთ.

დილით ჯერ მაღლივში წავედი. ამ დასვენების დღეს რამ გადამრია? მიზეზი ცოტა სასაცილოა. GIPA-ს ჯგუფი რადიოგადაცემას ვამზადებთ და ჩვენი შეკრება აუცილებელი იყო. კაფეში წასვლა თავიდანვე გამოვრიცხეთ, ჩვენ ყვირილს რომელი კაფე აიტანსო. GIPA დაკეტილი იქნებოდა.

 თაკომ დააბრეხვა, მაღლივი სულ ღიაა და აუცილებლად შეგვიშვებენო. არა, მაღლივი მართლა ღია აღმოჩნდა, მაგრამ შიგნით შესულებს დაცვა გადაგვეღობა და მოკლედ, ისო ესო და არაოო, არ შეგიშვებთო . ჩვენ, რა თქმა უნდა, თაკოს მოკვლა და მისი ხიდიდან გადაგდება მოვინდომეთ. ვცადე, დაცვა ნამუსზე ამეგდო, თუ არ შეგვიშვებთ, თაკოს მოვკლავთ და თქვენი ბრალი იქნება-მეთქი. ტიპი სიცილით მოკვდა, მე რა, ცოდვას თქვენ ჩაიდენთო.

მოკლედ, იქიდან კუდამოძუებულები წამოვედით, დიდხანს ვიმსჯელეთ სად წავსულიყავით და ბოლოს პიცერია ავირჩიეთ (პავლოვზეა რა). მოკლედ, შევლაგდით პიცერიაში და დავიწყეთ საინფორმაციო ბადის შედგენა. მანომ გვიჯიგრა და პიცა შეუკვეთა. მოკლედ, ასე თუ ისე, საქმე გავაკეთეთ და დავიშალეთ.

იქიდან ჯერ სახლში შევიარე, მერე ხატია ვნახე თავისუფლებაზე და თათოსთან წავედით. სანამ თათოსთან მივიდოდით, პოლიციის შენობამ მაგრად გაგვამხიარულა. ვაზისუბანში პოლიციის ახალ, მინის შენობას აშენებენ, მარა ისეთი სასაცილოაააა, აი, ბორკილებდადებულიც რო მიმიყვანონ მასთან სიცილით გავიხევი. ხოდა, მე და ხატიასაც ასე დაგვემართა, ვიდექით და მუშების გაოცებული სახეების მიუხედავად ბოლო ხმაზე ვხარხარებდით.

ვეცდები, შენობა აღვწერო:

პირამიდის ფორმის მინის პატარა შენობა. შორიდან მოხეტიალე ცირკის კარავს ჰგავს. არაა, ასე არ გამოვა, არ უნდა დაიზაროთ, უნდა ადგეთ და საკუთარი თვალით ნახოთ.

მოკლედ, თათოსთან კარგი იყო. დიდი ხანია სამეგობრო არ შევკრებილვართ და სალაპარაკოც ბევრი გვქონდა. ჩემი გაკეთებული (თათია როგორც ამბობს ხოლმე, წყანწყარა ყავა) ყველას, მათ შორის თათოსაც მოეწონა. აუუ, თათომ მაგარი ანეკდოტი მოგვიყვა ბეღურაზე, მარა არ დავწერ, პოლიციის შენობის მსგავსად თათოს ნათქვამი თუ არ მოისმინეთ, არ გაგეცინებათ.

 

მომავალი შეკრებაც დავგეგმეთ, 10 მარტი, ხატიას დაბადებისდღე. YEEEPP!








No comments: