Monday, February 14, 2011

ისწავლეთ ინგლისური მარტივად, სახალისოდ ან როგორც გენებოთ


         ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ფილმი ვნახე. იმიტომ არა, რომ მოცლილი ვარ. უბრალოდ, როცა ღამეებს ჭოტივით ათევ დრო ფილმებისთვისაც გრჩება. თან საკუთარ თავს თუ დააჯერებ და ეტყვი, რომ ფილმებს სწავლისთვის იყენებ, აღარც სინდისი გაწუხებს და აღარც ოჯახის წევრები გიბურღავენ ტვინს, დროს ტყუილად ფლანგავო.
          ასე რომ, ფილმებს გასართობი ფუნქციის გარდა ახალი დატვირთვა გამოვუძებნე – ინგლისურის გაუმჯობესება. ფილმებს ინგლისურად ვიწერ და ვცდილობ, ყური მაქსიმალურად შევაჩვიო. 
ეს კი უკვე ნანახი ფილმების რეიტინგული ჩამონათვალია: 

     1.Never let me go
     2.Dead poets society.
    3.The kid
    4.City lights
    5 Dear jhon
    6.Let me in
    7.One picture’s story 


            ინგლისური ყველაზე კარგად ,,One picture’s story”-ში გავარჩიე. გავარჩიე რა, ყველა სიტყვა კარგად გავიგე. აი, ,,Never let me go” ცოტა გამიჭირდა. ჩაყლაპული სიტყვები, შემოკლებები, სლენგები. წიგნი წაკითხული რო არ მქონოდა, შეიძლება შინაარსი ვერც გამეგო, თუმცა სამჯერ თავიდან ბოლომდე ნახვის მერე ყველა სიტყყვა გავარჩიე და ლამის ზეპირადაც კი ვისწავლე. წიგნი, რა თქმა უნდა, ინგლისურად წავიკითხე. (ქართულად ჯერ ნათარგმნი არ არის). თავს არ ვიქებ, მაგრამ ინგლისურენოვანი წიგნების კითხვა მიადვილდება, შინაარსს კი არა ყველა სიტყვას თავისუფლად ვიგებ. აი, ლაპარაკს ყური ჯერ კარგად ვერ შევაჩვიე. ამიტომაც, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ ფილმს ვუყურო, მოვუსმინო ახალ ამბებს და ა.შ.
          ორშაბათიდან ინგლისურს ჯიპაშიც ვიწყებთ. ვფიქრობ,  კურსი სერიოზულად ჩაივლის. რაც მთავარია, პირადად მე 100%-ით დავიხარჯები.
კიდევ ერთი, ვუსმენ სიმღერებს, პარალელურად სიმღერის ტექსტს ვადევნებ თვალს. ეს მართლაც საუკეთესო ხერხია. სწავლობ სწორ გამოთქმებს, სიტყვებს, რომლებიც ძირითადად სალაპარაკო ინგლისურში გვხვდება და ა.შ.
          ასევე, ვკითხულობ ინგლისურენოვან წიგნებს. არ არის აუცილებებლი, ყველა გაუგებარი სიტყვა ლექსიკონში მოძებნო, ასე წიგნის კითხვა მომაბეზრებელი ხდება. მთავარია, შინაარსი გაიგო. სიტყვების ძებნა კი მასინ უნდა დაიწყო, როცა რაღაცაში მაგრად გაჭედავ და აზრს ვეღარ გამოიტან. ახლა ,,ჯინსების თაობას” ვკითხულობ. ყველაზე სასაცილო ის არის, რო ქართულად წაკითხული არ მაქვს.
აქედან კი ერთი დეტალი:
ისწავლე ინგლისური ენა, მაგრამ არა ისე, რომ საკუთარი გადაგავიწყდეს.
(მაიტოს შეგონებებიდან, რომელსაც მაიტომდე ვინმე ბრძენი უკვე იტყოდა)
 
 

No comments: