Sunday, March 20, 2011

,,მიბმული ჟურნალისტიკა“ ომის პრობაგანდისთვის



გაქვს ინფორმაცია? აკონტროლებ მას? შეგიძლია მასზე გავლენის მოხდენა? თუ ამ კითხვებზე მხოლოდ დადებითი პასუხები გაქვთ, ჩათვალეთ რომ გამარჯვება თქვენ მხარესაა.

დღეს როცა ინფრომაცია ატომურ იარაღზე უფრო მძლავრია,მისი გაკონტროლება მით უფრო საჭირო და სასურველი ხდება. გაქვს სამხედრო უპირატესობა? ამას დაამატე ინფორმაციული და ჩათვალე რომ გამარჯვება შენს ხელთაა. თუმცა პრობლემა ბევრია. როგორ გააკონტროლებ ჟურნალისტებს, როცა დემოკრატია თავისუფლებას ღაღადებს და ჟურნალისტებსაც უშრეტ თავისუფლებას სთავაზობს? ცენზურა? ეს მოძველებული ფორმაა და მხოლოდ ჟურნალისტების აღშფოთებას თუ გამოიწვევს. პრობლემა მიბმული ჟურნალისტის ცნებამ მარტივად გადაჭრა. ,,მე ვიზრუნებ შენი უსაფრთხოებისთვის, სანაცვლოდ კი დაწერ იმას, რაც მე მაწყობს“ ამ პრინციპით ინფორმაციამ სამხედროების ხელში გადაინაცვლა და ჟურნალისტიკამაც სადავეები დაკარგა.

როდესაც ლეიტენანტ კოლ ხ-ს კითხეს, რატომ მიყავდათ მიბმული ჟურნალისტები ომში, მან უპასუხა: ,,-ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. დღეს ბრძლა ინფორმაციულ ველზეც ხდება, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა მისი გაკონტროლება და მასზე გავლენის მოხდენა.“

მიბმული ჟურნალისტიკა, როგორც ცნება პირველად 2003 წელს ირანის ომის დროს გაჩნდა. 2003 წლის მარტში, როცა ომი დაიწყო დაახლოვებით 775 რეპორტიორი და ფოტოგრაფი წავიდა ომში როგორც მიბმული ჟურნალიტი. მიბმული ჟურნალისტი ვალდებულია სამხედროების ზედამხედველობის ქვეშ იმუშაოს და მათი ნებართვები შეასრულოს.

1.არ დაწერო ის, რაც სამხედროებს ზიანს მოუტანს.

2. არ შეუშალო ხელი ჯარს განახორციელოს საკუთარი გეგმები.

3. არ დაწერო ის, რაც არ უნდა დაწერო.

4. სამხედროების ნებართვის გარეშე არცერთი ნაბიჯი არ გადადგა და მათ ბრძანებას დაემორჩილე.

ჟურნალისტი გახდა მხარე, რომელიც მხოლოდ სამხედროების მოსაზრებებს, მათ განცდებსა და მოქმედებებს აღწერს. ის ვერ ხედავს მოსახლეობას, ვერ ხედავს ,,ლამაზად ნასროლი“ ბომბების შედეგს. არ ესმის დაშავებული ადამიანების კვნესა. ის მხოლოდ სამხედროების დაგლეჯილ სხეულს უყურებს, სამხედროები მის თვალში გმირები ხდებიან, თუმცა მათი ხელიდან ნასროლი ტყვიით მოკლულ ბავშვს ვერასოდეს ჩახედავს თვალებში.

ხარ მიბმული ჟურნალისტი? ჩათვალე რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდი. რისკავ სიცოცხლეს რის ფასად? მხოლოდ იმიტომ, რომ გახდე პროპაგანდის საშუალება. როცა მიბმული ჟურნალისტი ხარ, კარგავ დამოუკიდებლობას, ხედავ ომს სამხედროების თვალით, ხდები სამხედროებზე დამოკიდებული მხარე. როცა მიბმული ჟურნალისტი ხარ, ძნელია გაიგო სიმართლე და არ დაკარგო რეალობა. მიბმული ჟურნასლისტი ხშირად სამხედრო ტერმინების ქარცეცხლში ეხვევა და ძირითად პოლიტიკიურ თუ სამხედრო მიზნებს გვერდ უვლის. ის კარგავს რეალობას.

რატომ მიბმული ჟურნალისტები, როცა მათ გარეშე ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება უფრო ნაკლებია? ცნობილი ფრაზა ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“ ამ შემთხვევაში სწორედ რომ ზედ გამოჭრილია. რაც უფრო ახლოს გყავს ,,მტერი“ მით უფრო დაცული ხარ. მით უფრო აკონტროლებ მას. აკონტროლებ ჟურნალისტს? ეს იგივეა, რეპორტაჟი თავად გააკეთო. გაქვს ინფორმაციაზე გავლენა? გამარჯვების სასწორი შენს მხარესაა და შეგიძლია ომი მოგებულად ჩათვალო. ვიეტნამის ომისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ და რელობას გადმოსცემდნენ, ფოლკლენდის ომი ამის ნათელი მაგალითია.

მიბმულ ჟურნალისტიკას ომის მოგება შეუძლია - ეს ყველაზე დიდი პროპაგანდაა, რაც კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს საშუალებად ომს, ძალადობას და სისხლს წარმოჩენს.

No comments: