Thursday, April 29, 2010

ხინკალფართი თათიასთან...

 დავიწყებ იქიდან, რომ ჰოროსკოპით ტყუპები ვარ, თუმცა განსხვავებით ნორმალური ტყუპებისაგან, ხასიათი გაორებულის ნაცვლად გასამებულ-გათექვსმეტებულიც კი მაქვს. დღეში იმდენჯერ შეიძლება შემეცვალოს, ბოლოს სათვალავიც კი ამერიოს. სათვალავის არევა მაშინ უნდა ნახოთ, თუ ამინდსაც ჩემთან  მოუნდა თამაში. დღესაც ასე მოხდა: ჩემი ჰოროსკოპისა და ამინდის წყალობით ათასჯერ გადავირ-გადმოვირიე და საბედნიეროდ, საღამო ხანს შესანიშნავ განწყობაზე დავდექი. ან როგორ არ დავდგებოდი როცა ეს დღე მეგობრებთან ერთად თათიას სახლში გავატარე. მე, მანომ, თათიამ, ხატიამ და მარიმ პატარა ,,ხინკალფართი” მოვაწყეთ და კარგადაც მოვულხინეთ. დაგეგმით კი ერთი კვირით ადრე დავგეგმეთ: ხორცი მამამ აგვირჩია, ფქვილი მანოს დედამ, სახლი თათიამ ,,გვათხოვა” და მეტი რაღა გვინდოდა.
      ნუ, როგორც გამოცდილი ხინკლის მასტერუკა მთავარი მზარეულის, ე.წ. შეფ-მზარეულის თანამდებობა მე მომენიჭა. გამოხვევის დროს კი ჩემმა თანაშემწემ, ხატიამ მაჯობა და ისეთი ლამაზი ხინკლები გამოაკვარახჭინა, ბევრ მთიულ ქალს შეშურდებოდა. ცომების გაბრტყელება მანომ ითავა. თავიდან კი ვიფიქრე, ეს რა ცომების გამბრტყელებელია-მეთქი, მარააა გააბრტყელა კი არა სულ გადააბრტყელა ყველაფერი. 
     უნივერსიტეტმა არც ხინკალფართის დროს მოგვასვენა: მანოს, მარის და თათიას კოლოკვიუმები დასაწერი ჰქონდათ და ცოტა დრო ამანაც წაიღო. თათიას მოსვლამდე კი გასართობი ვერაფერი რომ ვერ ვიპოვეთ, მითუმეტეს, არც მარილიანი ჩხირები გვქონდა და გარეთაც საშინლად წვიმდა გადავწყვიტეთ, თათიას ტელეფონით გართობა გვეცადა.
ტელეფონით გართობა, ეს ცალკე ფენომენია, რომელიც არასდროს მხიბლავდა. მხიბლავადა კი არა ტელეფონის ატანაც კი არ მქონდა. მაშინ როცა ჩემი მეგობრები, ნათესავები და მგონი მთლიანად საქართველოს ახალგაზრდობა ტელეფონზე ეკიდა და ერთმანეთს ,,აღადავებდა”, ტელეფონი ჩემ დაუძინებელ მტრად მივიჩნიე და ომიც კი გამოვუცხადე. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სკაიპისა და ოდნოების ხსენებაც კი არ არის. ახალგაზრდებს კი სხვა რა დარჩენიათ, გამოგონილ ნომრებზე რეკავენ, იცნობენ ვიღაც ვიღაცებს და... ბოლოს ხშირ შემთხვევაში Happy end-ითაც ამთავრებენ.
        რაღა შორს წავიდე და მითუმეტეს რომ დღეს სკაპიც არსებობს, ოდნოებიც და Facebook-იც ჩვენ მაინც ტელეფონს მივადექით. პრინციპში, კომპიუტერი კოლოკვიუმის გამო მანოს ჰქონდა დაკავებული და სხვა გზა არც გვქონდა. თუმცა თავიდანვე გვეტყობოდა, ამ საქმეში გამოცდილება და ინტუიცია საკმაოდ გვაკლდა. სადაც კი დავრეკეთ, ან არავინ გვიპასუხა, ან გვიპასუხა, მაგრამ საკმაოდ ხანში შესულმა. ბოლოს გაგვიმართლა და ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა. გამართლება მერე ნახეთ, როცა ყველაფერთან ერთად გიორგიც აღმოჩნდა. ( დარეკვისას ვკითხულობდით, გიორგი შენ ხა
რო?) მოკლედ ასე... ვებლატავეთ გიორგის და მალევე შევეშვით, რადგან თათია მოვიდა, ჩვენი ლაპარაკი ტელეფონზე კი დიდად არ გაახარებდა ( ლაპარაკი ფასიანია) და ამის გარდა ჩვენი ბოხხმიანი გიორგი მხოლოდ 15 წლის აღმოჩნდა. 
         მერე კი ტელეფონი სულ გადაგვავიწყდა. 

      თ
თია სად იყო? მაგას რა მნიშვნელობა აქვს :). მთავარი ის არის, რომ სახლში არ ბრძანდებოდა და მხოლოდ მაშინღა მოვიდა, როცა ხინკალი კარგა ხნის გაციებული იყო, ჩვენ კი უკვე ცუდად ვიყავით. ცუდად რატო, ალბათ მიხვდით. დიახ, დიახ... ცოტა ზედმეტი შემოგვეჭამა... 
      წვიმამაც ცოტა გადაიღო და ქვევით, მაღაზიაში ჩავედით. ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვინდოდა და უკენ დაბრუნებულები სამზარეულოში მოვკალათდით. მერე კი წავიდა ჭორაობა, მარილიანი ჩხირები, სიცილი, ცეკვა და თამაში. თამაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...  თამაში თათიას თოჯინებით... :D

4 comments:

xatia-batia said...

au ra sayvareli tojinebi yavs tatias, kide mindaaaaaaaaaaaa :))))))))

maito said...

xoda gavimeorot, chveni neba ar aris?:P:):*

Sophie Golden said...

აუ ხინკალს რა ჯობია ამქვეყნად!!!
კარგი ბლოგია. ხინკალი არის? არის, მეტი არაფერია საჭირო :ლოლ:

maito said...

:D:D:D:D xinkali kide iqnebaaaaaa :D:D:D:D diiiidi madloba:):):):)