Thursday, December 2, 2010

Global TV- ის სარეკლამო აქცია და ჩვენ (ხატია, მანო, მე)

             ეს 5 დღე მე, ხატია და მანო Global TV-ის სარეკლამო აქციაში ვმონაწილეობდით. მართლა საშინლად დავიღალეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ. 

            რა სიკეთე მომიტანა ამ აქციამ.

 
     1). ავიღე დამსახურებული ხელფასი. რაოდენობაზე აღარ დავკონკრეტდები. 
          2). 5 დღე ჩემს განუყრელ მეგობრებთან ერთად გავატარე, რომლებსაც დროის უქონლობის გამო ბოლო ხანებში ვეღარ ვნახულობდი.
       3). გავიგე, რომ თბილისში არსებობს დასახლება სახელად მე-8 პოლკი, მეტრომშენი, ვაშლიჯვარი... ფაქტობრივად, საკუთარი დედაქალაქი შევიცან. 
          4). მაქვს პერსპექტივა, Global TV-თან ვითანამშრომლო და მასთან ახლო ურთიერთობა ვიქონიო.
          5). და კიდევ, აღებული ხელფასით ხვალ მეგობრებთან ერთად მაჭახელაში წასვლას და კარგად მოლხენას ვგეგმავ.

             კარგთან ერთად ცუდიც იყო.

           1). გავაცდინე ორი ლექცია.
           2). ყოველდღე თონის პურის ჭამის გამო 2-3 კილო აშკარად მოვიმატე.
           3). ფლაერების სიმძიმის გამო ხელის კანკალი დამჩემდა, მარა ამაზე კარგად ვხალისობ ხოლმე.





2 comments:

Anonymous said...

სამსახურზე მეც არ ვიტყოდი უარს ^_^

maito said...

:D ხელფასიან სამსახურზე :):):)