Monday, November 22, 2010

ახალი ჰობი

ფოტოების გადაღება თანდათან მიყვარდება. არა არც ადრე მეჯავრებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მიყვარს. საინტერესოა. უამრავ ადამიანს იცნობ, საინტერესო კადრებს აფიქსირებ, თანდათან სწავლობ სამყარო უკეთესად როგორ აღიქვა. ობიექტივიდან სამყარო სულ სხვანაირია. ის დღე კი, როცა სურათებს ვიღებ ჩემთვის გაცილებით ბედნიერია. პრეტენზია არ მაქვს, მაგარ სურათებს ვიღებ–მეთქი, მაგრამ რაც მთავარია მე მსიამოვნებს. წუხელ მაგრად გავერთე. ქუჩის მისიკოსების გაცნობა ყოველთვის მინდოდა, გუშინ კი ფოტოს დავალების გამო ამის გადასარევი საშუალება მომეცა. არის მომენტებიც, როცა ფოტოების გადაღების გამო შეიძლება საშინელ ხასიათზე დადგე. ეს მაშინ, როცა ზოგიერთი ვისაც ფოტოგრაფია საშინელი გასართობი ჰგონია, ლანძღვას დაგიწყებს. ერთხელ მე და მანო ისე გაგვლანძღეს გამყიდველმა ქალებმა. ახლაც რო მახსენდება, გული მიწუხდება. სულ უსაქმურები, საშინელი არსებები გვეძახა.

სასაცილო მომენტებიც ბევრია ხოლმე. ერთხელ ერთ ქალს გადავუღე ფოტო და კინაღამ გაგიჟდა, სურათს რატო მიღებ, ჯადო უნდა გამიკეთოო?
ვიღაცას ვანოს აგენტი ვეგონე.

ვიღაცას უბრალოდ მოცლილი.

ვიღაცას უცხოელი და სიამოვნებით დამთანხმდა სურათის გადაღებაზე, მაგრამ როგორც კი მიხვდა ქართველი ვიყავი ცივად გამშორდა.
ეს ტენდენცია მართლაც შესამჩნევია. უცხოელებს ღიმილით ხვდებიან, ქართველებს კი უსაქმურებად მიიჩნევენ.

ვიღაცას ეგონა, რომ ფოტოაპარატს ვაბლატავებდი და სურათებსაც ასე საჯაროდ იმიტომ ვიღებდი.

მოკლეთ, ასეა თუ ისე, ფოტოების გადაღება ცხოვრებას მაინც ახალისებს.

1 comment:

sweet-sweet said...

chemi maito :* momwons sheni blogi :)