Friday, November 12, 2010

რაღაც ისევ დასრულდა

მთელ ღამეს ვფიქრობდი, რა მექნა. ცალკე მაგისტრატურის გაცდენილი ლექციები მედარდებოდა, ცალკე ბავშვების მიტოვების საკითხი მაწუხებდა. სახლში არაფერი მითქვამს. გადაწყვეტილებაც მეთვითონ მივიღე და დილით სკოლაში წასვლამდე სხვათაშორის ვახსენე, დღეს სკოლიდან უნდა წამოვიდე–მეთქი. მამაჩემი ისედაც მიხვდა მიზეზს და შემაგულიანა, შენი გადაწყვეტილება სწორია და გირჩევნია, მაგისტრატურას მიხედოო. სკალაში მისულას ბავშვებისთვის არაფერი მითქვამს. მეექვსე კლასელები ისე გახარებულები მეუბნებოდნენ, მომავალ სამშაბათს ფილმებს მოგიტანთო, რომ არანაირად არ შემეძლო მეთქვა, მომავალ სამშაბათს საერთოდ აღარ მოვალ–მეთქი.

ძალიან კარგი ბავშვები არიან და გულიც ძალიან მწყდება. შოთა ვაჟა ფშაველას პოემების კითხვას რო დაამთავრებდა, ერთად უნდა გვემსჯელა და დასკვნები გამოგვეტანა. გახალისებული, დასვენებაზეც კი ,,ალუდა ქეთელაურს“ კითხულობდა. თორნიკე შემპირდა, ,,სისხლიან სპორტს“ როგორმე გიშოვითო. დისკებს მეც შევპირდი ბავშვებს და პირობას აუცილებლად შევასრულებ კიდეც. საშინელებაა, ბავშვები უკვე კითხულობენ, სიტყვებიც რა კარგად იცოდნენ ოთხშაბათს...

იმის გამო რომ მაგისტარტურაში ცხრილი ამერდამერია, იძულებული გავხი, სკოლა მიმეტოვებინა.

მართლა იდიოტური გრძნობაა, ბავშვები შუა გზაზე მივატოვე. ბავშვები მართლა შემეჩვივნენ, მე კი მივატოვე.

სკოლიდან სახლში როგორ მივედი არც მახსოვს. ნუნუ მამიდა იქ იყო. სკოლიდან ჩემი წამოსვლის ამბავს განიხილავდნენ. კარგად მესმის შენიო (თავადაც მასწავლებელია). ხოდა, თავი ვეღარ შევიკავე და ვიტირე.


ბავშვებთან ურთიერთობა მართლა ხალისს, სტიმულს მმატებდა. არა, საქმე ისედაც ბევრი მაქვს, როგორც ამბობენ ხოლმე, თავის მოსაფხანად დრო არც ახლა მექნება, მაგრამ სკოლა მართალია, ძალიან, მაგრამ სასიამოვნოდ მღლიდა.

რატომ არ შეიძლება ამ ცხოვრებაში ის აკეთო, რაც გინდა? რატომ არსებობს ეს იდიოტური პრობლემები.

ყოველთვის ასეა, რაღაც ძალიან მიხარია და უცებ ყველაფერი თავდაყირა დგება.
აი, მართლა დავიღალე და მოხუცი ადამიანების კიდევ ერთხელ შემშურდა.

ჩემ დამ მითხრა, სკოლაში ბავშვები მარტო ინგლისურის მასწავლებლის წასვლაზე ლაპარაკობენო...

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

akademiuri rom agego?? da ase ar dagetovebina is rac mogcons?
mec mezizgeba yvelanairi archevani :S

maito said...

skolashi mainc vegar davbrundebi da akademiuri agar avige :) mirchevnia, chem saqmes mivxedo, tore skolidan wamosvla mere ufro gamichirdeba da jurnalistikac gverdze damcheba :(