Monday, November 1, 2010

როცა არ მძინავს...

ინტერნეტის გარეშე ყოფნა ხანდახან მართლაც ნერვების მომშლელად მოსაწყენია. აი, მაგალითად ახლა, საშინლად მინდა facebook-ელ მეგობრებთან ლაპარაკი, თუნდაც უაზრო თემებზე, მაგრამ ინტერნეტი არ მაქვს და კომპთანაც დებილივით ვზივარ. ოპერა მაინც გავხსენი, საიტის მისამართიც ავკრიფე და სასწაულის მოლოდინში ,,enter“-საც მივაწკაპუნე, მაგრამ რომელიმე გზა აბნეულ ინტერნეტს რაღა ჩემ კომპში მოუნდებოდა შემოწანწალება...

გიორგი არაბულის ერთი ლექსი როგორც იქნა, ვიცოდვილე და გადავთარგმნე. იქით კვირას ჯეისონს დავადგები თავზე და წავაკითხებ. ლექსებს თავადაც წერს, ხოდა იმედი მაქვს ნაკლებად გარითმულ ან უაზროდ გადათარგმნილ ადგილებს შეასწორებს. მერე კი ავდგები და ჩემი მოსწავლეების ბლოგზეც დავპოსტავ.

I loved you


I loved you, you leave me alone

You leave me alone with my fate;

You know I can’t live without you,

And this makes you to be daring.


What can I do? If you are still in my heart

If I want to see you again.

Your words : ,,-you are so good”

Where are you now? Where are you now?


Camp, kissing, caress, warmth

Warmth of fingers, fingers of yours.

Of, that April, as if you promise

You promise me that again.


Why have I the same feelings?

That is caused by your tress; You are daring

But only love doesn’t cause this,

Spring makes you to be daring.


ახლა რაღა გავაკეთო? უკვე ღამის 2 დაიწყო, მარა ჯერ არ მეძინება. უფრო სწორად ცოტა მეძინება, მაგრამ დაძინება არ მინდა. რაღაცნაირად მყუდრო ღამეა. მართალია, გარეთ ქარი დაქრის და ფანჯრებსაც გვარიანად აზანზარებს, მაგრამ ეს თავს კიდევ უფრო კომფორტულად მაგრძნობინებს და თბილ ოთახსაც მაფასებინებს. (რაღაც არ მომწონს სიტყვა, მაფასებინებს, მაგრამ მაფასებინებს და რა ვქნა...) აი, რაღაც კი მაინც მაკლია. აგიზგიზებული ბუხარი ნამდვილად გაასწორებდა. ოცნებებში გადავდივარ, თუმცა რატომაც არა, მომწონს. ხოდა, აი ჩემი ოცნება:

დაბურული ტყე, თოვლი... პატარა სახლი... სახლში მყუდრო ოთახი გისოსებიანი ფანჯრით... ფანჯარასთან პატარა მაგიდა რბილი სავარძლით... მაგიდაზე ხისფერი ლეპტოპი... მოშორებით აგიზგიზებული ბუხარი... ცეცხლის მოლიცლიცე შუქი... ფანჯრიდან სავსე მთვარე... ხის ჩრდილები... ალაგ-ალაგ მგლის ყმუილი ან რომელიმე ნადირის ფრთხილი ფაჩუნი... აი ასე, ყველაზე მაგარ და მყუდრო ოცნებაშიც კი რამე საშინელება თუ არ გავრიე, ვერ ვითმენ... შიში სასიამოვნო შეგრძნებაა... ადრენალინი, კათარზისი...

მინდა, საშინლად მინდა... ყოველთვის მინდოდა ასეთი ოცნების რეალობად ქცევა, ბავშვობაშიც და ახლაც... ბავშვობაში ამისთვის მე და ჩემ დამ შუა ტყეში სახლის აშენებაც კი გადავწყვიტეთ, მაგრამ ჩვენ რისი ამშნებლები ვიყავით... მოკლედ რომ ვთქვათ, სასაცილო ბავშვები ჩვენი ჭკუით რაღაცას ვჩალიჩობდით... ნეტავი, ძმაც გვყავდეს. ამაზეც ხშირად მიოცნებია, უფრო ხშირადაც კი. მე და ნატალის სერიოზული ჩხუბიც კი მოგვდიოდა, როცა მის სახელზე ვერ ვრიგდებოდით ხოლმე... ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ვაჩეს დავარქმევდი, ან საბას, ან ლუკას, ან ალექსანდრეს. (მხოლოდ იმიტომ რომ ეს სახელი მაკედონელს ერქვა).

ახლა კი ვზივარ კომპთან და ათასჯერ ნანახ სურათებს ვათვალიერებ.

ისე სკოლის მერე მართლაც შევცვლილვარ. არადა ვერანაირად ვერ ვგრძნობ რომ გავიზარდე... აი, წარსულიდან რაღაც ფრაგმენტები რომ მახსენდება, მგონია რომ ძალიან შორს იყო, არადა თითქოს ამ ხსნის განმავლობაში საერთოდ არ შევცვლილვარ, თითქოს ახლახან მოხდა ის რაც მახსენდება... ეს ყველაფერი გაუგებრობაში მაგდებს და წარსულის გახსენებაც არ მიყვარს... სკოლის დროინდელი დღიურიც მაგიტო მიკვკუჭე სადღაც, არ მიყვარს ძველი ამბების გახსენება, თუნდაც კარგ მოგონებებთან იყოს დაკავშირებული. ნერვები მეშლება, როცა ვიცი რომ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. ამ დროს ისეთ რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს, რაც კიდე უფრო საშინელ განწყობაზე მაყენებს.

არ ვიცი, ჩემ გარდა სხვებსაც თუ უცდიათ ასეთი რამე, მაგრამ ბავშვობაში ხშირად დამისვავს საკუთარი თავისათვის ერთი თითქოს უბრალო და მარტივი კითხვა – ვინ ვარ მე? ჯერ უბრალოდ ეკითხები საკუთარ თავს, ისე რომ სიტყვებს არც უფიქრდები, მერე თანდათან ხვდები კითხვის აზრს, თითქოს პასუხიც ნათელია, ცოტა ხანიც და რაღაცნაირად გრძნობ, საკუთარ მეს როგორ სცილდები, რაღაცნაირად სხვა განზომილებაში გადადიხარ... საშინელი შეგრძნებაა... ასეთი რაღაც პირველად, თუ სწორად მახსოვს სადღაც მეექვსე კლასში დამემართა... ტელევიზორში რაღაც ფილმს ვუყურებდი და უცებ ჩავფიქრდი. იმდენად საშინელი შეგრძნება იყო, რომ დაფეთებული წამოვხტი და დედაჩემთან მივვარდი... რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს. უბრალოდ, მისმა სიახლოვემ დამამშვიდა...

საერთოდაც, არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე სხვებთან ლაპარაკი... მირჩევნია, სხვების თვალში უპრობლემო ვჩანდე. მართალია, ეს პირადად ჩემზე უფრო ცუდად მოქმედებს, მაგრამ საერთო ჯამში, დარწმუნებული ვარ ჩემთვისაც და ყველასთვისაც ასე სჯობს. ცხოვრება ასე გაცილებით ადვილია. არ ღირს ისეთი კითხვების დასმა, რაზეც პასუხი კაცობრიობას ჯერ არ გაუცია. ალბათ, არც არის საჭირო, ალბათ ასე გაცილებით უკეთესია. ცხოვრებაც გაცილებით საინტერესოა. პირადად ჩემთვის, ვინმეს ჩემ ყველა კითხვაზე პასუხი რომ გაეცა, ცხოვრება აზრს დაკარგავდა.

დღეს კარგად გავერთე. დილით 7 საათზე ავდექი. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მეორე სახლში წავედი. კიდევ კარგი, მეზობლის საშინელ ძაღლს მკვდარივით ეძინა და ჩემი ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო. ორიოდე საათში უკან დავბრუნდი. ბებიას და ნატალის ისევ ეძინათ. მალე თიკო და ელენეც მოვიდნენ და ჩვენი ინგლისურის გაკვეთილიც დაიწყო. სავარჯიშოები დაწერილი ჰქონდათ, შეცდომები გაცილებით ნაკლები. შუა გაკვეთილისას აღარც კი მახსოვს რაზე, მე და ელენეს სიცილი აგვიტყდა. გეფიცებით, იმდენი ვიცინე, კინაღამ მოვკვდი. თიკომ კიდე დაგვიმატა. ისო, დღეს მათემატიკაზე ჩვენს მასწავლებელს ჩაეძინაო. ამაზე სულ მთლად გადავბჟირდით. რამდენჯერმე გარეთაც კი გავედი დასაწყნარებლად. ელენე სიცილისაგან სავარჯიშოებს ვეღარ წერდა. ბოლოს ძლივს დავწყნარდით. ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია.

ახლა კი წავედი, თორე ხვალ ადრე უნდა ავდგე...

No comments: