Tuesday, August 17, 2010

ექსპედიციამდე

            (ნატკენი ხელი, მოგებული სანაძლეო და გზა ბარალეთამდე)


           
 სამზადისი ერთი კვირით ადრე დავიწყე; საძილე ტომარა მამიდაშვილს ვეთხოვე, სამწუხაროდ გარდეროფში კაბა საერთოდ არ აღმომაჩნდა ხოდა სასწრაფოდ კაბა (რაც ხელში მომხვდა) და ახალი კეტებიც ვიყიდე. ჩემი დის უზარმაზარი ზურგჩანთაც გამოვჩხრიკე და ბარგიც გავამზადე. 
              31-ში ხატიასთან წავედი, მანამდე სალონში შევიარე, თმები გავისწორე, ხალხს დავემშვიდობე და ავტობუსების გაჩერებამდე უზარმაზარი და უმძიმესი ჩანთით ძლივს წავფორთხიალდი. ნუ, უზარმაზარი ჩანთით ყურადღებას რომ ვიქცევდი, რა თქმა უნდა, მაგრად მისწორდებოდა. და საერთოდ, ისე მიყვარს ყურადღების მიქცევა, ამისთვის შეიძლება მეათე სართულიდანაც გადავხტე (ახლა არ დაიწყოთ, თავში აქვს ავარდნილიო. მე ხომ ერთი უბრალო და სასაცილო მაიტო ვარ).  

           -ეს რამხელა ჩანთა აგიკიდია, შენ საერთოდ აღარ ჩანხარ,- კარები გამიღო თუ არა, ხატიამ პირი დააღო:
          -შენ მაშინ უნდა გენახე, როცა პირველად ავიკიდე და კინაღამ წელში გადავტყდი-მეთქი, - და კარებში მართლა ძლივს გავეტიე.  

           ხატია ტანსაცმელს ამზადებდა. საძილე ტომრის დაკეცვაში მეც მივეხმარე, პარალონი ჩემ ჩანთას ავკიდეთ და რაღაც-რუღაცების საყიდ-დასასვენებლად ეზოში ჩავედით. საქანელებთან ხატიას ნაცნობები დავინახეთ და ჩვენც იქ წავცუნცულდით, აი იქიდან კი მთლად საღი არც მე წამოვსულვარ და არც ხატია. სასრიალოზე ჯერ ხატია ჩამოვარდა, მერე მე და ხელიც ვიტკინე. სამაგიეროდ ვიღაც ბიჭუკებს, რომლებიც იმავე სასრიალოზე გავიცანით მართლა სასაცილო სანაძლეო მოვუგეთ. გადაგვეკიდნენ, გინდათ თუ არა, 21 წლის არ ხართ და თავს ტყუილად იდიდებთ, ასე 17-18 წლის იქნებითო. პირადობები რისთვის არსებობს ხოდა სანაძლეო, რა თქმა უნდა, მოვიგეთ. 
ღამე გვიან დავწექით, თუმცა დილით ადგომა მაინც არ გაგვჭირვებია. გაგვიჭირდა კი არა, მაღვიძარას ხმაზე სასწრაფოდ წამოვხტით. აი, ჩემი ხელი კი სერიოზულად ტრამვირებული აღმოჩნდა. ბალიშიდან ძლივს ავათრიე. ცოტა გასიებულიყო კიდეც და საშინლად მტკიოდა. სხვა რა გზა გვქონდა, ჩემი მარჯვენა ხელობა ცოტა ხნით ხატიას დაეკისრა.
               დიდუბეში მისულებს ყველა ადგილზე დაგვხვდა: თეკლა, სალომე, ანი, ზუმბა, ოლიკო და ლილი. (იმედია, არავინ გამომრჩა). გოგოებს არ ვიცნობდით და მარშუტკაში გავიცანით. Mმე და ხატია მძღოლის უკან მოგვათავსეს, გვერდით უზარმაზარი ყუთით გაზქურა ჩამოგვიდგეს და ასე შეიქმნა ხატიას და მაიტოს ,,დროებითი კოლონია”. ბარალეთამდე 5 საათი უნდა გვევლო და ეს მართლა მაგრად მახარებდა (კი არ ვხუმრობ, ვგიჟდები ავტობუსებითა და მარშუტკებით სიარულზე, ყვითელი ფერის გარდა  ). 
ახალქალაქი საშინლად არ მოგვეწონა. როგორ შემიძლია მისი აღწერა? მოკლედ და საშინლად:

             ,,პირქუში, მოწყენილი, სევდიანი, სამი საუკუნით უკან ჩამორჩენილი, უცხო და ცივი ქალაქი... შემიძლია კიდე გავაგრძელო, მაგრამ რა საჭიროა...”

             ხოდა, ახალქალაქის მერე ცოტა მოვიწყინეთ, ბარალეთისკენ მიმავალებმა ხომ სულ მთლად ჩავიქნიეთ ხელი, რა გვინდოდა, რას მოვრბოდით, რისთვის ვთქვით ხევსურეთზე უარიო. ბარალეთამდე რამდენიმე მოწყენილი, უწყლოობისგან გამტვერილი სოფელი გავიარეთ. ჩვენდა სასიხარულოდ ბარალეთში ხეებიც აღმოჩნდა და არც ისე სევდიანი მოგვეჩვენა, როგორსაც ველოდით. ასე რომ ცოტა გავმხიარულდით კიდეც. მოკლედ, ახლა მეყო. ბარალეთზე კი შემდეგ პოსტში გავაგრძელებ, თორე სათაურის შეცვლა მომიწევს, ეს კი სულაც არ მინდა .

2 comments:

ხატულა said...

მაი, როგორ არ ჩაგვაბარეს წაგებული ლუდი საყვარელმა ბიჭუკებმა ჰა? თან ბარისო, თან ათი ლიტრიო, თან ესაო და თან ისაო..... ჰმ :D :D

maito said...

ხაააატ, ჩვენში დარჩეს და (არადა ჩვენში როგორ დარჩება :), იმის მერე ის ბიჭუკები როგორც მახსოვს აღარც გვინახავს :D:D:D:D