Wednesday, May 26, 2010

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე... უცნაური დაბადების დღე....





საერთოდ, ყველა დაბადებისდღე უცნაური მაქვს ხოლმე. მაგალითად, შარშან სახლში მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტავი დაბადებისდღეზე ვინმე თუ იქცევა ასე-მეთქი. ხოდა, ბოლოს გადავწყვიტე, ამას ჩემ გარდა ვერავინ მოახერხებს-მეთქი, ჩავიცვი და მამიდასთან წავედი. აი, ასე... მე, ჩემმა დამ, მამიდამ, რომელიც სკოლის დირექტორია და ასაკით არც თუ პატარა და ბიძამ კარგად მოვულხინეთ. კარგადაც დავითვერით, პოეზიის საღამოც გავმართეთ და სახლში მე და ჩემი და სიმღერ-სიმღერითაც წავცუნცულდით.
წელს უკვე 21 წლის გავხდი. ხოოო, მგონი უკვე დიდი გოგო ვარ... დიდი გოგო, რომელსაც დედიკო პატარა ბავშვივით ენატრება და ცოტაც და იტირებს... უკვე მეხუთე წელია, ჩემ დაბადებისდღეზე დედიკოს არ უკოცნია... უკვე მეხუთე დაბადებისდღეა, სახლში არ აღმინიშნავს და უკვე მეხუთე დაბადებისდღეა, რაც მიუხედავად დროის კარგად გატარებისა და მხიარულობისა მაინ რაღაცნაირად არ მიხარია... განა იმიტომ, რომ ვბერდები და მსგავსი სისულელეები? უბრალოდ, პიტერ პენის ვირუსი შემეყარა და სამუდამოდ ბავშვობა მინდა...

წლევანდელი 24 მაისი ისევევ უცნაურად დაიწყო, როგორც სხვა დანარჩენი.

-სად მიდიხარ?- ავტობუსში მეგობარი, უფრო სწორად ამხანაგი შემხვდა და იმან მკითხა.
-მეგობართან.
-კი, მარა შენი დაბადებისდღე არ არის? წესით შენი მეგობარი უნდა მოდიოდს შენთან,-ცოტა დაიბნა.
-ხოოო, ჩემ დაბადებისდღეზე მეგობარმა დამპატიჟა და...
-ამას შენ და შენი მეგობარი თუ მოიფიქრებდით,- გაკვირვებისაგან პირი დააღო, მარა დიდად არ შეტყობია (ძალიან პატარა პირი აქვს ).

არადა გასაკვირი რა არის? დაბადებიდღე თათიას სახლში აღვნიშნეთ: მე, მანომ, ხატიამ, ანუკიმ, თათიამ და მანოს ალეკომ. დიდი არაფერი, ხინკალი და ტორტი... ლუდი და მირინდა... ყავა და მარილიანი ჩხირები... და მერე ღამის გათენება...

საჩუქარი ორიგინალური, ვარდისფერ სკოჩაკრულ პარკში უცნაური ნივთი, რომლის ნახვის უფლებაც მხოლოდ თათიასთან მისვლისას მომეცა და მაგრადაც გამიხარდა. მაგიდის ნათურა, პატარა, იასამნისფერთავიანი და საყვარელი. წინ გამოცდები მელის და გამოგადგებაო. გეთანხმებით, ჩემო მეგობრებო...

მანომ ცოტა დალია და ისე დათვრა, სიცილის მეტი აღარაფერი უკეთებია. სასაცილოა, მანო დათვრა, ალეკო კი საერთოდ არ სვავდა. ისე სწორიც იყო, ბიჭი საჭესთან იჯდა და... იმედია ამას პატრულიც წაიკითხავს და ალეკოს დაჯარიმებისას (ასეთი რამე თუ მოხდა) გაითვალისწინებს ხოლმე. მე და ხატია ყველაზე ბოლოს, გამთენიისას დავწექით. ეს იმ დროს, როცა ზოგიერთი უკვე იღვიძებს და სამსახურში მიდის. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ დაძინებამდე ხინკალი გავიხუხეთ და კარგადაც მოვულხინეთ. მერე კი ვინანეთ, მარა რაღა დროს წუწუნი იყო.
დილით თათიამ გაგვაღვიძა, რა გჭირთ, რამდენი ხანია ავდექი, გელოდებით როდის გაიღვიძებთ, თქვენ კი წევხართ და გაღვიძებას არც კი ფიქრობთო. სუფთა სკუნსია რა... როგორც თავად იძახის ხოლმე, ოღონდ ჩვენზე... აუ, მეორე დღის ამბებს აღარ მოვყვები რააა??? 25-ში ხო ჩემი დაბადებისდღე აღარ იყო და... თან მეზარება...

2 comments:

Anonymous said...

დაბადების დღეს გილოცავ მაიტო : ))

maito said...

მააადლობა :):)