Monday, March 1, 2010

გასეირნება დუშეთში...





















      ზამთრის არდადეგები დუშეთში გავატარე. მგონი, უკვე გითხარით, რომ დუშეთში ჩასვლა ძალიან მიყვარს. ზოგს დუშეთი სოფელი გონია, ზოგს თუშეთში ეშლება, ზოგი კი სიცილით კვდება, როცა ვამტკიცებ, დუშეთი ქალაქია-მეთქი. არადა, მართლა ქალაქია და თუ არც თქვენ გჯერათ, შეგიძლიათ რუკას დახედოთ და დარწმუნდებით. თუ არ დაიზარებთ, დიდუბეში გახვალთ, დუშეთის მარშუტკაში ჩაჯდებით, ნახევარ საათში უკვე იქ იქნებით და რუკაც აღარ იქნება საჭირო.

იქ ახლა ბებია და მამა ცხოვრობს. ჩვენი სახლი ტყის პირასაა. ტყე ნაძვნარია და ზაფხულში იქ ყოფნას არაფერი სჯობს. გარდა იმისა, რომ ეს ადგილები ბავშვობას მახსენებს, ხშირად მომავალზეც მაფიქრებს ხოლმე. ტყის უკან პატარა კლდეა, კლდის თავზე კი დიდი ლოდი გდია... სწორედ იქ მიყვარს ჩამოჯდომა და ფიქრი.
საოცარია, ბუნებასთან სიახლოვე საოცრად მახალისებს და ცხოვრებაც ისე ადვილი მეჩვენება... აქედან იმაზე ფიქრი რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწევ, ძალიან ადვილი და სახალისოც კია.
ადრე აქ ბოლტოსთან ერთად მოვდიოდი. ახლა კი ჯეკა წამომყვა. ჯეკა ჯერ პატარაა და ისე ეშინია, სულ მთლად კანკალებს. ასე შორს პირველადაა წამოსული. ტოტის ყოველ გატკაცუნებაზე წკმუტუნებს და ჩემთან მორბის.
ირგვლივ უამრავი ყოჩივარდაა. გამახსენდა, როგორ ვკრეფდი ხოლმე 3 მარტისთვის. საუკეთესოებს ვარჩევდი და ულამაზეს თაიგულს დედიკოს ვჩუქნიდი.
ახლა? ახლა მათ დაკრეფას რა აზრი აქვს...
მე და ჩემი და ამ ტყეში პატარა სახლის აშენებასაც ვაპირებდით. რამდენჯერმე ვცადეთ კიდეც, მაგრამ აბა, სახლს როგორ ავაშენებდით? სახლი ტყეში ახლაც ოცნებად მაქვს. ზამთარში, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლით გადაიპენტებოდა, ბუხარს ავანთებდი, ბუხართან პატარა სკამს დავდგავდი, დავჯდებოდი და დედას წერილებს კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე წავიკითხავდი. ოღონდ ერთი პირობით, ამ დროს გარეთ ღამე უნდა იყოს, ცაზე დიდრონი სავსე მთვარე ეკიდოს და შორს მგლების ყმული მოისმოდეს.

2 comments:

Khatia Chogovadze said...

albat mglebis kmuili mas kalakur pews ukargavs da sxvanairs xdis.swored amitomac sheidzleba ver daarkva kalaki,rac ar unda oficialurad ikos gaformebuli. shen ise agwere ikauri garemo ukve warmovidgine da momechvena rom kalakshi ki ara, kalakis xmaurs moshorebuli sadgac bednier adgilze gadamagde : ))) 3 marti rom axsene gamixarda. aramxolod imitom rom dedis dgea da gazafxulis mesame dRe , Cemi dRecaa da bednieri var rom am dRes davibade,
miyvars gazafxulis es Tve da warmovidgine ra saocreba ikneba dens usakvarles adgilze gazafxulis giji Tve buxarTan :*

maito said...

მართლა ბედნიერი ადგილია, ხატ:):):)... ქალაქია, მაგრამ ბორჯომივითაა, ბევრი ნაძვნარია და საოცარი ბუნებაა... 3 მარტი მეც ძალიან მიყვარს და ახლა უფრო შემიყვარდა...:)