Tuesday, August 17, 2010

პირველი დღეები ბარალეთში












(ახალი ნაცნობები)


ბარალეთი სხვა სოფლებთან შედარებით საკმაოდ უკეთესად გამოიყურება. ხეებიცაა და სიცოცხლეც იგრძნობა.
სკოლა, სადაც უნდა გვეცხოვრა ძალიან მოგვეწონა. ერთსართულიანი შენობა პატარა ფანჯრებითა და საყვარელი წინკარით.
მარშუტკა გაჩერდა თუ არა, ბარგის გადმოლაგებას შევუდექით სხვები თუ ორი მე ერთი ხელითა და პირით . :) ამასობაში ვიღაც შვგვრემანი (უფრო სწორად შაავი) ბიჭი მომიახლოვდა და ჩანთა გამომართვა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს საბა ყოფილა, რატომღაც თავიდან მისი სახელი ჯაბად რომ მომესმა. ეს ჩვენი საბა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა და ხურდა გვთხოვა . :) დეიდებო-ბიძიებო არ უთქვამს, მარა რა საოცარი მსგავსება იყო, ამ ყველაფერმა თბილისიც გამახსენა და მოწყენამაც გადამიარა. აი, საბა კი საოცრად მივამსგავსე ერთ-ერთი მულტფილმის გმირს (ბავშვები 204 ოთახიდან), რომელიც სულ ფულს აგროვებს და ბიზნესმენობს. საოცარია, როგორ ახერხებდა ჩვენი საბა ამას, მარა სულ იცოდა, ვის როგორი კამფეტები და პეჩენიები ჰქონდა (რა თქმა უნდა, ახალ ჩასულებს). როგორც იტყვიან, ჯიბიდან გავარდნილის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც ქრთამის პრინციპით უნდა ეურთიერთო. მაგალითად, თუ ყავას გაუთქვიფავ, შეიძლება ნუტელა ან საზამთროს ნაჭერი დაიმსახურო . :)
ბარალეთამდე დედაოები საკმაოდ სერიოზულ ადამიანებად წარმომედგინა, რომლებსაც ლაპარაკის დროს თვალებში არ უნდა უყურო და მიწამდე თავდახრილმა ელაპარაკო, მაგრამ დედაო სოსანას გაცნობის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა. მივხვდი, დედაოებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ ცხოვრების განსხვავებული სტილი აირჩიეს და მეტ დროს საეკლესიო ცხოვრებასა და სულისთვის ზრუნვას ანდომებენ. მერე ბიჭებისგან გავიგე, დედაომ კარატე იცისო და სულ მთლად გადავირიე. ისე, მეც შევამჩნიე, დედაოს საოცარი თვალები აქვს, რაღაცნაირი, ხან მხიარული ხან კი ისე მკაცრი და იდუმალი გეგონება ერთი შეხედვით ადამიანის გაყინვასაც კი შეძლებსო. დედაო ძალიან კარგი ადამიანია და თუნდაც ექსპედიცია აღარ მოეწყოს, ბარალეთში მის სანახავად მაინც აუცილებლად ჩავალ.
ჩემი ნატკენი და საწყლად ჩამოკონწიალებული ხელის წყალობით ნაცნობები მალე გავიჩინე, მათ შორის ირინა და ჩეჩენა. ირინამ ხელი სველი ტილოთი შემიხვია. მეორე დღეს თავკვეთულადან დაბრუნებულმა ჩეჩენამ ჩემი გასიებული ხელის საცოდაობას ვეღარ გაუძლო და ჩვეულებრივი ტილოს ნაჭერი ელასტიური ბინტით შემიცვალა. თეკლამ მირჩია, ხელი უძრავად მქონოდა, ამიტომ ხელი კისერზე ჩამომკიდა და დამამშვიდა კიდეც, მამაჩემს ველაპარაკე და ნუ გეშინია, მოტეხილი არ გაქვს რამდენიმე დღეში სულ მთლად მოგირჩებაო.
ხელს ხელი სულაც არ შეუშლია პირველ დღესვე ფეხბურთი მეთამაშა. ამასობაში დემეტრე და ზვიადიც გავიცანი, რომლებიც კარში რიგრიგობით დგებოდნენ და ჩემ საცოდავ დარტყმებს ისე იგერიებდნენ, მითომ აუღებელ ბურთებს იღებდნენ. მეც მიხაროდა რა . :)
დემეტრე აბიტურიენტი აღმოჩნდა, თან უბრალო კი არა, წარმატებული, აი ისეთი უნარებში 80 ქულიდან 75-ს რომ აიღებს, ქართულში 100-დან 87-ს, ინგლისურში ასევე 100-დან 97-ს, მათემატიკაში 55-დან 50-ს და თავისი თავით მაინც უკმაყოფილო დარჩება. დემეტრე საკმაოდ ნიჭიერი და ცოტა უცნაურია. არა მგონია სწავლით თავს იკლავდეს, მარა ეტყობა გონიერია და ყველაფერს ადვილად ითვისებს. თან ლექსებიც იცის და... ბევრი რო არ გავაგრძელო, მგონი ყველაფერი იცის . :) დემეტრეს წყალობით ხვლიკიც დავიჭირე ხელში და თავდაცვის მიზნით კუდის მოძრობის სანახაობის მომსწრეც გავხდი.
ზვიადი თავიდან ხევსური მეგონა, მარა შევცდი. სულ მეგონა, რამეს თუ ვეტყოდი ან გავეხუმრებოდი, ყვირილს დამიწყებდა. ასე რატო ჩავთვალე არ ვიცი, მარა ვარძიის მერე წარმოდგენა შემეცვალა. აბა, ჩემი და ხატიას ყვირილით სიმღერას კაცი რომ მთელ დღეს გაუძლებს და არ აყვირდება, მსგავსი რაღაც როგორღა უნდა იფიქრო? ხოდა, აქვე დავამატებ, რომ ზვიადი საკმაოდ ხუმარა და კააარგი აღმოჩნდა.
გოგას ექსპედიციის შეხვედრებიდან ადრევე ვიცნობდი, ოღონდ მაშინ გიორგის ვეძახდი. ერთხელაც ამ ჩვენ გოგას ყელში ამოუვიდა და ხატიას მიწერა, გიორგი კი არა გოგა ვარო. ჩვენ კი დაგვაბნია ცოტა ( პარალონზე მოხეული სისულელის არ იყოს), მარა რა პრობლემაა, გოგა მართლაც უკეთესია, მოკლე და კონკრეტული. ხოდა, ეს ჩვენი გოგა ტრაპეზის დროს დავინახე. თმები გაზრდოდა, თან სამუშაოდან ახალი დაბრუნებული იყო და ისე ქონდა გაბურძგნული, აი მართლა ძლივს ვიცანი. რა ვიცი, გოგაზე რა ვთქვა? მარტო ის, რომ დღემდე მგონია, მე და ხატიას სულელ ბავშვებად გვთვლის. ვერაფერს იტყვი, სიმართლე ყოველთვის მწარეა. :) ან რა უნდა იფიქროს ადამიანზე, რომელსაც ღამე არ სძინავს, წყალი თითქმის საერთოდ არ სწყურდება, საჭმელს ისე ნელა ჭამს, ბოლოს იღლება კიდეც და რა ვიცი, კიდე რა... და მაინც, გოგა ყველაზე მაგარი ხელმძღვანელია, რომელმაც ექსპედიციის ყველა წევრის გვარი ზეპირად იცის, მაგარი ტიპია და რატომღაც ექსპედიციის უკანასკნელ დღეებში საოცრად დაემსგავსა მეკობრეს. :)
ღამე ისედაც გვიან მეძინება და ბარალეთში ხომ საერთოდ. ან როგორ დამეძინებოდა, ყოველ გადაბრუნებაზე ლეჟანკა ისე საცოდავად ჭრიალებდა დაფეთებულს მეღვიძებოდა, საძილე ტომარაში გახვეულს კი თავი მორგში მეგონა და მოკლედ, მერჩივნა ავმდგარიყავი, სატრაპეზოში გავსულიყავი და წიგნი წამეკითხა თუ არა, მეფურცლა და წაკითხული გვერდები მეათასედ გადამეთვალა მაინც.
ერთ-ერთი ასეთი უძილო ღამის დროს სატრაპეზოში გავცუნცულდი. ჩემთვის ასიტას დაესწრო, ცენტრთან იჯდა, სანთელი ენთო და მუსიკებს უსმენდა. მეც შევუერთდი, თავიდან წიგნის კითხვა დავიწყე, მერე მომბეზრდა და ლაპარაკი დავიწყეთ. მალე ხველებ-ხველებით გურამიც შემოგვიერთდა. წინა დღეებში გაციებულიყო, ყელი სტკიოდა და არ ეძინებოდა.
ასიტა მალევე წავიდა...
მე და გურამი კი შუა ღამით სკოლის შენობიდან გავიპარეთ და მონასტერში ლოცვაზე გადავედით. არ მეგონა ბოლომდე თუ გავძლებდი, მარა ჩემდა გასაკვირად გავძელი. ამან ანა და დედაო ლია სერიოზულად გააკვირვა. მონასტრიდან გამთენიისას წამოვედით. გუროს საშინლად ეძინებოდა, ის კი არადა ლოცვის დროსაც ჩაეძინა. მეც სხვა რა გზა მქონდა და უკან დაბრუნებულმა საძილე ტომარას მივაშურე.
გურამი საკმაოდ კარგად გავიცანი. ისე, ცოტა უცნაური ადამიანია: ცოტას ლაპარაკობს, ერთს იტყვის და გაგაცინებს, ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს და ნებისმიერი რაღაცის შეკეთება-გაკეთება შეუძლია...
პირველი ტრაპეზის მერე ჩვენი მზარეულიც გავიცანი, მადონა.
ერთ-ერთი მულტფილმის გმირთან რაღაც მსგავსება აქაც აღმოვაჩინე. კარლსონი ხომ გინახავთ? აი, ის ძიძაც ხომ გინახავთ, კარლსონის მეგობარს რომ ყავს, ხოდა, ჩვენი მადონაც ზუსტად იმას გავდა :) ისე ვერაფერს იტყვი, საჭმელების გაკეთება მართლაც ეხერხებოდა. საქმე ლაპარაკთან ერთად, აი, საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. მოკლედ, კარგი ქალია რა :)
თამუნა, მადონა და ნანუკა მეორე დღეს ჩამოვიდნენ და ჩვენ ოთახში მოთავსდნენ. ოთახში, რომელმაც ,,პალატა `3’’-ის სახელწოდება ნამდვილად სამართლიანად დაიმსახურა. ამაზე კი შემდეგ პოსტში.



4 comments:

Anonymous said...

საღოოოლლ! ძაან მაგარია და შენც მაგარი ხარ :*:*:*:*

maito said...

auuu, neta vin xaroooo.....

ხატულა said...

ცემი დედაო და ჩეჩენას დაძახებული ხატულა მომენატრა.... :(
მომენატრა ღამის ტრაპეზის მერე კიბეზე დალეული ჩაი... :(
მომენატრა სატრაპეზოს ფანჯრის ქვეშ ტირილი... :(
კონტეინერის კედლების ხეხვაც კი... :(
ბავშვებო, თქვენზე აღარაფერს ვამბობ... მართლა ძალიან მიყვარხართ და მენატებით...
ბარალეთში მინდა!

maito said...

მახსოვს სატრაპეზოს ფანჯრის ქვეშ მოტირალი ხატულიკა :)))))) მე კი ფეხბურთის თამაში და მინუს პიატობანა მომენატრა :)