Friday, August 20, 2010

,,პალატა `3’’ და ისევ ახალი ნაცნობები



(ბინადრები: მაიტო – (თითქმის მოტეხილი ხელი); ნანუკა – (გაშეშებული წელი); მადონა – (ნაღრძობი ფეხი); ლილი ; ლელა; თამუნა ;ხატია...)


ჩვენი ოთახი თავიდანვე მომეწონა. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქიდან ყველაფრის გაკონტრელება შეიძლებოდა, შტეფსელიც გვქონდა და ისედაც რაღაცნაირად საყვარელი ოთახი იყო. აი, მოჭრიალე კარი კი მართლა ნერვებს მიშლიდა. თუმცა ღამით ჩუმად გამოსვლას მაინც ვახერხებდი. დავამუღამე, კარს თუ სწრაფად გამოაღებდი, ჭრიალი არც თუ საზარლად ისმოდა და სხვების გაღვიძების შანსიც მინიმუმამდე კლებულობდა.


პალატის დარქმევის ინიციატივა ვის ეკუთვნის აზრზე არ ვარ. ოთახთან მისულს აბრა უკვე ზედ დამხვდა. სავარაუდოდ, მას მერე რაც მადონამ ფეხი იღრძო გოგოები ერთმანეთს დასცინოდნენ და პალატის იდეაც ერთობლივად დაიბადა. ჩამონგრეულ გალავანზე ვიჯექი, როცა ხატია მოვიდა და აბრისთვის მანიკური მთხოვა. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.


ბარალეთში ყველაზე მეტად ჩვენი ოთახის ბინადრებსა და გოგონებს მეზობელი ოთახიდან, ქეთისა და ლიკას დავუახლოვდი, რომლებიც თუ სწორად მახსოვს მეოთხე დღეს ჩამოვიდნენ და პირველად სწორედ მე და ხატიამ გავიცანით. ლიკა, ხატია, ქეთი და მე რაღაცნაირად ერთმანეთს ავყევით და დროც მხიარულად გავატარეთ. ერთხელ სკოლის ეზოში კარავიც გავშალეთ. ხო, კიდე უამრავ სისულელეს ვაკეთებდით ხოლმე, მარა დაწერით არ დავწერ, მაინც ტეხავს. ლიკა და ქეთი ჩვენზე პატარები არიან, მარა გამომდინარე იქიდან რომ მე და ხატიაც პატარებს ვგავართ სულ მთლად გავაფრინეთ. ხშირად ანდრეა როცა დაგვინახავდა, თავს გააქნევდა ხოლმე, ესენი ხო, მარა თქვენ რაღამ გადაგრიათო. აი, რაც შეეხება ანდრეას სადღაციდან მეცნობა, აშკარად ექსპედიაციამდეც მინახავს, მარა ჯერ ვერ გავიხსენე და თუ გამახსენდება, მაგასაც ჩავამატებ.


როგორ ვცხოვრობდით ბარალეთში? აი, მაგას კი შემდეგ პოსტში დავწერ.

1 comment:

ხატულა said...

მაიტ, ხო არ გაგახსენდა ანდრე(ი)ა საიდან გეცნობა? :D