Monday, May 31, 2010

არჩევნები მეც გავაყალბე?


მაია ჩემი მეგობარია. სტუდენტია და როცა გაიგო, შეიძლება ერთ თვეში 200 ლარი აიღოო არც დაფიქრებულა, გაიქცა და არჩევნებზე დამკვირვებლად ჩაეწერა. კონკურსში გაიმარჯვა და კომისიის წევრობასაც ხელი გამოკრა. ყოველ კვირა უბანზე დადიოდა, ამომრჩევლების განცხადებებს იღებდა და დილის 10 საათიდან 8 საათამდე საარჩევნო უბნის ფანაჯარას აკრული საათებს ითვლიდა.

არჩევნების დღეც დადგა. დილის 7 საათის ნაცვლად 8-ის ნახევარზე უბანზე გულგახეთქილი მივარდა. დაცვამ ძლივს შეუშვა. სხვა დამკვირვებლებმა ფარულად გაუღიმეს და უცხოელ დამკვირვებლებთან გაამართლეს, სტუდენტია და ლექციები ისე ღლის დილით ალბათ ვერ გაიღვიძაო.

კენჭისყრა ჩატარდა.

ყუთის გადატანა შეხვდა. კიდევ კარგი, უბანზე ყოფნას რა გაუძლებდა: ყვირილი, ,,მაიმუნობა”, თვალის დახუჭვა, თუმცა ყუთის გადასატანად წასვლა ტყუილად უხაროდა.

ყუთი გაამზადეს, მანქანა დაქოქეს და სხვა სამ დამკვირვებელთან ერთად წავიდნენ. სიაში 70 კაცი იყო. ისინი, ვინც არჩევნებზე მისვლას ვერ შეძლებდა და წინასწარი განცხადების საფუძველზე ყუთის გადატანა მოითხოვეს. სიაში რამდენიმე გარდაცვლილიც იყო. საინტერესოა, ამ ადამიანების სახელზე განცხადება ვინ დაწერა და საარჩევნო ყუთის გადატანა ვინ ,,შეუკვეთა”... ეტყობა ვიღაცამ არ იცოდა, რომ იქ, გაღმა არჩევნები ,,ფეხებზე კიდიათ” უკვე თანასწორ ადამიანებს და საარჩევნო ყუთის გადატანაც შეუძლებელია. ( ისე თანასწორობის თემას სხვა დროს დავუბრუნდები).
დამკვირვებლებიდან ერთი ნაციონალი იყო, ორი ქრისტიან-დემოკრატი და ერთიც თუ სწორად ახსოვს, ლეიბორისტი. პირველ ამომრჩეველთან მივიდნენ და ,,მაიმუნობაც” დაიწყოოო...

მოხუცი ბებო სავარძელში ზის და უიმედოდ გაჰყურებს ამწვანებულ ბაღს. საარჩევნო ყუთმა ცოტა გამოაფხიზლა. დამკვირვებლებს შესჩივლა, მთავრობა ყურადღებას არ მაქცევსო. ხმის მიცემაც ოპოზიციისთვის უნდოდა. სამი ნომერი შემომიხაზეთო. კაიო და 5 შემომოუხაზეს. ბებო კი მრეწველების მაჟორიტარს ლოცავდა:
-ვიცი, ეგ კარგი ადამიანია, აუცილებლად დაეხმარება გაჭირვებულებს და ქვეყანასაც რამე ეშველებაო.
დამკვირვებლებმაც კი, აბა რა, თქვენი არჩევანით მართლაც გვეშველებაო და ხუთნომერ შემოხაზული ბიულეტინი ყუთში ჩაუშვეს. აქ მაია დაიბნა და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებს შეხედა. ისინი კი პირზე ღიმილით ამომრჩევლებს 5 ნომერზე უთითებდნენ და სულ არ გავდნენ ,,ნაციონალების მოძულე” ოპოზიცური პარტიების დამკვირვებლებს.

67 ამომრჩეველთან თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა.
მაია დაიბნა, სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ გააფრთხილეს, ხმა არ ამოიღოო და ნათესავის ხათრით გაჩუმდა.

თავისთვის კი დაფიქრდა. რას აკეთებს ოპოზიცია? ერთმანეთში ჩხუბისა და ყვირილის ნაცვლად, არჩევნებს გვიყალბებენო, არ სჯობს ზომები მიიღონ და საკუთარი პარტიები აკონტროლონ? როგორ შეიძლება ოპოზიციურ პარტიას დამკვირვებლად ნაციონალებისათვის მომუშავე ადამიანი ჰყავდეს? რატო ხდება ასე? ვითომ ასე გამოდებილებულია ოპოზიცია, თუ ყველაფერი თამაშია?

6 comments:

Nino said...

ცოტა დავიბენი :)))

maito said...

mec :(

მარიამ ბლანკი¹³ said...

sheni blogis Rss Feed s ragac chirs
blogrollshi cgamate magram ganaxebebs ar aketebs!

maito said...

ვაი, როგორ ვუშველო?:(:(:(

Anonymous said...

gaayalba yvelam vinc dainaxa dargveva da xma ar amoigo. blogze dacera ras ushvelis? verafers.


pativiscemit Eric Cartman

maito said...

ვიცი, ეგაც ვიცი, მეც რო გავაყალბე და ეგაც ვიცი, არაფერის რომ აღარ ეშველება, მარა მაინც ასე სჯობს :) აი, ადამიანი როცა ვიღაცას მოკლავს მამაოსთან ხო ამბობს აღსარებას? ამით ვეღარც მოკლულს შველის და ვერც საკუთარ თავს, მაინც ციხეში ჩასვამენ, მარა მაინც,.. :( ასეა რა ჩემ შემთხვევაშიც :( და თუ შეიძლება, ნუ მაკომპლექსებთ :D