Wednesday, March 10, 2010

ხატია უკვე ჩემზე დიდია :)

დღეს ხატიას დაბადებისდღე იყო. რა თქმა უნდა, მოსალოდნელმა მხიარულებამ დილიდანვე ამაფორიაქა და ჩარკვიანისა და ბუღაძის გაცდენილმა ლექციებმა პირიქით, მაგრად გამახალისა. ხოოოო, მანამდე გასაუბრებაზე ვიყავი, ამაზე წინა პოსტშიც ვწერდი, მოკლედ,გასაუბრებაზე გუშინაც ვიყავი, საღამოს დამირეკეს, გილოცავთ, მეორე ტურში გადახვედიო. დღეს კი 35 ლარი მომთხოვეს. ასეა საჭირო, ტრენინგები რო გაიაროო. გულში მწარედ გამეცინა, კი აბა ტრენინგები-მეთქი და ისეთი სახე მივიღე, ტიპი აშკარად შეწუხდა, თუ ახლა არ გაქვს ფული, არაუშავს საღამოსკე მოგვაწოდეო. ხოდა, მელოდონ საღამოსკე :)
სანამ ავტობუსით მივჩანჩალებდი (არადა ვაკვირდებოდი და ფეხით მოსიარულეები უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, უბრალოდ მე ვიჯექი) ვიღაც ბიჭი ჩამომისკუპდა გვერდით. შევატყე, საუბრის გაბმა უნდოდა, მალე თემაც გამოძებნა და აწუწუნდაააა :) ესაო ისაო, ერთი კვირაა რაც მუშაობა დავიწყე და უკვე ტელეფონი ამიფეთქეს, ჩვენც გვიშოვე სამსახურიო. ისეთი ნათესავები გამომიჩნდა, სისხლის გარდა ყველაფრით ნათესავები რო ვართო. ამასობაში ტელეფონმა დაურეკა და ისე საცოდავად გადმომხედა, მის ნათქვამში ეჭვი აღარ შემიტანია. ბოლოს მეც მკითხა, რას საქმიანობ, ალბათ ჯერ სწავლობო. კი, მაგრამ თან სამსახურს ვეძებ-მეთქი და აქ კი სიცილისაგან თავი ძლივს შევიკავე. ტიპს აშკარად სახე დაუგრძელდა, ცოტაც და პირდაპირ ფანჯრიდან გადახტებოდა, მაგრამ უკვე ჩასვლის დრო მქონდა და გადარჩა :) მოკლეთ რა დღეში ვააართ..
მანოს და თათიას თავისუფლებაზე შევხვდი და ხატიასთან ერთად წავედით... გზაში იმდენი ვიცინეთ და ვიხალისეთ, კინაღამ ავტობუსიდან ჩამოგვყარეს :) საბედნიეროდ, გადავჩით და ხატიასთანაც სიცილისაგან გადაღლილები ავედით.
ხატიას დედიკომ ისეთი გემრიელი სუფრა გაგვიშალააა (ეჰ, ახლა ისევ იქ დამსვა). სამაგიეროდ როგორც ხინკლის გამოცდილი მასტერუკა, მზადების პროცესში ჩავები და გემრიელი ხინკალიც გავაკეთეთ :)
საჩუქარი? რა თქმა უნდა, fleshkito :) (ფლეშკას ისევ fleshka სჯობს) ხოდა, ახლა მე, მანოს და ხატიას ერთნაირი fleshkito-ები გვაქვს.
ვაიიიი, ახლა პეჩენიის ნამცეცი გადამცდა და კინაღამ შევეწირე :)
მოკლედ, არ მინდა უნივერსიტეტის დამთავრება და ჯგუფელებთან დაშორება, ამიტომ უნდა ვეცადო და ეს უკანასკნელი სემესტრი მაქსიმალურად გამოვიყენო. ხოდა წავედი ახლა, გეგმები უნდა დავსახო :) თან ის ნამცეცი მაწუხებს და ჩაი უნდა დავლიო :)

5 comments:

Khatia Chogovadze said...

treningebii... ukve am sitkvaze majrialebs :)))) p.s pulis gadaxda momewonaa.ra xalxia )))
warmatebebs gisurveeb! shen imsaxureb shens sakvarel sakmeshi realizeba moaxdino maxsimalurad.!!!da sul male "ifetkebs" ragac dzaaalian kargi shens cxovrebashii :*****

maito said...

ღმერთმა გიოსმიონოს, ხატია :) მინდა ჟურნალისტობა და რა ვქნა :)))

Anonymous said...

ეს ჩემი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე : )) მშვენიერი ბლოგი გაქვს :ყეს:
უნივერსიტეტს ამთავრებ? არც კი ვიცი უნდა მოგილოცო თუ არა ...
ფლეშკა კი მართლა მშვენიერი საჩუქარია :)

maito said...

მადლობა შენ :) კი, უნივერსიტეტს ვამთავრებ და მართლა არ მიხარია :((( ვაი, როგორ მომენატრება ჩემი მეექვსე კორპუსი, ჯგუფელები და თუნდაც ,,დებილი", მარა საყვარელი კომპიუტერები :))))

siyvarulovna said...

ეს დასაქმების პრობლემა მართლა დიიიდი პრობლემაა რა :D
წარმატებას გისურვებ გასაუბრებაზე
და ხატიას ვულოცავ დაბ.დღეს :P