Tuesday, March 9, 2010

სამსახურის ძებნაში...

სამსახურის ძებნაში ყველა საიტი შემოვირბინე, მაგრამ ვაი რომ საინტერესო ვერაფერი ვიპოვე, ყოველი შემთხვევისათვის ისეთი, ჟურნალისტს რომ დააინტერესებს... ბოლოოოს, სულ ბოლოს კი არა, ამჯერად ბოლოს :)) ერთი განცხადება ვიპოვე, საბავშო ჟურნალი ჟურნალისტებს დასაქმების მიზნით სტაჟირებაზე იწვევდა.. ის იყო, სიამოვნებისაგან ხელებიც კი მოვიფშვნიტე, რომ განცხადების ბოლოშიც ჩავედი და საბოლოოდ გადავწყვიტე თავმოჭრილი ვარ–მეთქი, თუმცა ნიშნიანიძის მსგავსად თავის მოკვლა ნამდვილად არ მომფიქრებია.. არა, როგორ არ მომაფიქრდა, მაგრამ ერთ წიგნში ამოკითხული სლოგანიც გამახსენდა – ,,იბრძოლე და ეძიე, ჰპოვე და უკან არ დაიხიოოოო." ხოდა კეთილმან სძლია ბოროტსა და საიტების შემორბენა თავიდან დავიწყე იმ იმედით,რომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში ვინმეს გაახსენდებოდა და ჟურნალისტებისათვის ვაკანსიას გამოცხადებდა.... თუმცა რად გინდა, არც არაფერი და იგივე და იგივე... ვაკანსიები მდივნებისათვის რაღაც გაურკვეველ ოფისებში :)))) და ბოლოს, ისეთ გუნებაზე დავდექი, ცოტაც და საშინელებათა ფილმში გადასაღებადაც დავთანხმდებოდი, მითუმეტეს, რომ ანაზღაურება მიმზიდველი მეჩვენებოდა... გადავწყვიტე გასაუბრებაზე მისვლამდე, რამე საშინელი გამოხედვა მაინც ,,დამემუღამებინა"... ბოლოს ჩემ დას დავუძახე და ჩემი ოსტატობა ვაჩვენე, იმ იმედით, რომ ცოტათი მაინც შევაშინებდი.... ის კი სიცილით გაიფხრიწა და ისე გადაბჟირდა აქეთ გამიხეთქა გული.....
სხვა რა დამჩენია კომედიაში უნდა ვცადო ბედი, მით უმეტეს რომ დღეს განცხადებასაც გადავეყარე, ახალბედა მსახიობებს კომედიაში გადასაღებად იწვევდნენ... :))))


1 comment:

Gigoli said...

:D:D:D:D ასე გულიანად კარგა ხანია არ მიცინია. ნამდვილად ვისიამოვნე ამ პოსტით, რისთვისაც დიდი მადლობა. კარგად წერა შეგიძლია და არ გაჩერდე შენ ხომ ჟურნალისტი ხარ?!...