Tuesday, February 2, 2010

,,ფოკუსი", ,,არტ ფოკუსი" და ჩემი საყვარელი ტორტიც:)






























ესეც ასე, დღეს ჩვენი ჟურნალისა და გაზეთის პრეზენტაცია გვქონდა. ამ პრეზენტაციას სულმოუთქმელად ველოდი... რა თქმა უნდა, საკუთარი ნაშრომის დაფასება და ამ დაფასებით ტკბობა საოცარი გრძნობაა, მაგრამ ჩემი სულმოუთქმელობის მიზეზი უფრო სხვა რაღაც იყო... არა, ამის თქმა და აღიარება ცოტა არ იყოს მიჭირს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობსო და ვაღიარებ, პრეზენტაცია ყველაზე მეტად მოსალოდნელი ტორტის გამო მხიბლავდა... იმედი ნამდვილად არ გამცრუებია და პრეზენტაციის დასრულებისთანავე მშვენიერი სუფრაც გავშალეთ... აი, მაშინ კი მივხვდი, რატო უხაროდა ყველას პრეზენტაცია და ცოტა დავმშვიდდი... ჟურნალი და გაზეთი მართლაც კარგი გამოვიდა... გაზეთი ,,ფოკუსი" და ჟურნალი ,,Art ფოკუსი" უნივერსიტეტის ლექტორებმაც მოიწონეს და დადებითად შეაფასეს..რა თქმა უნდა, შენიშვნებიც მოგვცეს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, ამაში ცუდი არაფერია.. რაც მთავარია უკვე შემდგარი ჟურნალისტების სტატუსი მოგვანიჭეს, ეს კი, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და მაგარია...

No comments: