Saturday, March 6, 2010

მთა მესტუმრა :) ანდაზაა რა ასეთი :)

მოკლედ, დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და 85 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი, თან საათს დავცქეროდი და გინების არ ცოდნის მიუხედავად არ ვიცი ვის, მარა ვიღაცას ვაგინებდი. ამ დროს, უფრო სწორად იმ დროს, გოგონა მომიახლოვდა და თუ შეიძლება, რამდენიმე კითხვას დაგისვავო. კარგი-მეთქი და მერე გამახსენდა, ქუჩაში უცხოებს რომ არ უნდა გამოველაპარაკო :) მარა პაპიდაჩემის დარიგება ცოტა ხანს გვერდით გადავდე და კითხვების დასმაც მე დავიწყე (ჟურნალისტი ვარ მე თუ???? :) ) მოკლედ, ვუპასუხე მის კითხვებს და ბოლოს ისიც გავიგე, რომ შეიძლება ვინმე დამიკავშირდეს და მუშაობაც დავიწყოოოო :) აი, ასე, აქეთ მეძებენ უკვე, გადავუხადე თუ არა მადლობა, მოსულ ავტობუსს კარგად დავაკვირდი, ხო არ მელანდება-მეთქი და ბოლოს ავედი კიდეც...

ინგლისურზე სასტიკად მაგვიანდებოდა, მაგრამ ყველა უბედურება ხო ერთად უნდა დაგატყდეს თავს, ,,Cambridge hause”-ის გზა, რომელიც საკუთარი სახლისაზე უკეთ ვიცი, ამერია და ორი გაჩერებით გვიან ჩავედი... თავიდან ვერაფერს მივხვდი. პირი დავაღე და ის იყო უნდა მეყვირა, შენობა სად წავიდა-მეთქი, რომ ყველაფერს მივხვდი და გაბრაზებული წავჩანჩალდი. ინგლისურიდან ქაშუეთში ჩავედი... სანთლის ანთება მინდოდა, მაგრამ წირვას ბოლომდე დავესწარი. სახლში მისულს კი უკვე კარგი ამბები დამხვდა, ხატიამ დაბადების დღეზე დამპატიჟა, გიორგიმ მაგარ საიტზე დამარეგისტრირა და მეორე გიორგიმ კი უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით რაღაც მაგარი შემომთავაზა... :)

2 comments:

Anonymous said...

ase gaagrdzele

maito said...

:):):*