Monday, March 21, 2011

ფარული ნაღმები მსხვერპლს ელიან


ბავშვი სოკოს მოსკრეფად ტყეში მიდის. უხარია, საღამოს შეწვავს და გემრიელად მიირთმევს. დილით წამოწვიმა და იმედი აქვს, სოკო ბლომად დახვდება. მოლოდინი მართლდება. ერთი, ორი, სამი და მალე კალათი სავსეა. უკან დაბრუნების დროა. არ ჩქარობს, ერთი, ორი, სამი ნაბიჯი და გონებას კარგავს. აფეთქებული ნაღმის ხმა სოფლამდე აღწევს.

როგორც სტატისტიკა მეტყველებს, ნაღმის გამო ყოველ 27 წუთში დაახლოვებით 1 ადამიანი იღუპება, წლიურად საშუალოდ 19 500, რაც არც თუ ცოტაა.

ეს ის რეალობაა, რასაც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები იწვევს და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. თითქოს ომის დამთავრება მშვიდობას უნდა მოასწავებდეს, მაგრამ საკმარისია წარმოიდგინო, რამდენი ნაღმი შეიძლება იყოს დამარხული ჩვენ გარშემო, რომ თავი დაუცველად ვგრძნო და მოჩვენებითი მშვიდობისაც შეგეშინდეს. ერთი აუფეთქებელი ნაღმი ხომ ერთი ადამიანის სიცოცხლეს თუ არა, დასახიჩრებასა და სამუდამო ხეიბრობას უდრის. მთავრდება ომი, იდება ზავი, მაგრამ ფარული ნაღმები ომს აგრძელებენ.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების ძირითადი მიზანი ადამიანების დასახიჩრებაა და არა სიკვდილი. გამოიყენება მოწინააღმდეგის რიგებში არეულობის შესატანად. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შედეგად დაზარალებულ ჯარისკაცს აუცილებლად სამედიცინო დახმარება სჭირდება. ერთი დაშავებული მინიმუმ ერთ სხვა ჯარისკაცს ბლოკავს. ფაქტობრივად, რაზმიდან 3 დაშავებულს დახმარების აღმოსაჩენად კიდევ სამი ჯარისკაცი სჭირდება. ამავე დროს რაზმი ვერ ბედავს წინ წასვლას, თუ ბედავს საკმაოდ ნელა. უკან დახევაც დროს და ყურადღებას მოითხოვს. ნაღმებზე აფეთქება ძირითადად ქვედა კიდურების ამპუტაციას იწვევს.

დანაღმვა ძალზე ადვილია. ნაღმი სხვადასხვანაირია. ის ან კარგადაა შენიღბული, ისე რომ თვალმა ვერ შეამჩნიოს ან ისეა გაფორმებული, რომ ყურადღება მიიქციოს და ხელშიც კი აგაღებინოს. განაღმვა კი ძალზე ძნელი და ხანგრძლივი პროცესია. ასევე შესაძლოა ერთი ნაღმის ქვეშ სხვა ნაღმი იყოს დამალული. გამნაღმველი თუ ერთს განაღმავს, შეიძლება მეორე ამოქმედდეს.

ნაღმის გამომწვევი მიზეზებია:

1სიმძიმის დაწოლა

2 დაჭიმულობის განთავისყფლება

3 გამოკვრა

4 სიმძიმისგან განთავსუფლება

5 ელექტრო- მაგნიტური ტალღა

6 ვიბრაცია

7 ბგერითი ამოქმედება

8 სითბური

9 ინფრაწითელი

10 დროის მექანიზმის გამოყენება

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოშიც ჩაიდო. როგორც საქართველოს ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის თავმჯდომარე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს (გიორგი ლეკიაშვილი), მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ნაღმავდნენ რუსი ჯარისკაცები ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიას.,, -ომის დროს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ერთ-ერთი გამნაღმველი ჯგუფის ინსტრუქტორი ვიყავი. სოფელ ფლევთან ჩასაფრებული ვაფიქსირებდი, თუ როგორ ნაღმავდნენ რუსები ტყიანი ფერდობის გადაღმა ყანებს. 80-მდე სამხედრო ერთ მწკრივად მოდიოდა და, როგორც საბჭოთა არმიაში იყო მიღებული, იმ წესით, ჩაცუცქულები აწყობდნენ მიწაში ნაღმებს.“ - ამბობს ლეკიაშვილი.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პირველი მოდელები კი ასეთია :


ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ორგვარია: შეტევითი და თავდაცვითი. შეტევითი გამოიყენება შეტევის დროს. ამ დროს თავად ჯარისკაცი რომ არ დაზიანდეს, რომელიც ნაღმს ისვრის, მისი მოქმედების დიამეტრი სროლის დიამეტრზე ნაკლებია. შეტევით ყუმბარებს ზიანი დარტყმითი ტალღებითა და ნამსხვრევებით მოაქვს. რაც შეეხება თავდაცვით ნაღმებს, ისინი სამხედროების მიერ ფარულად ეწყობა სასურველ ტერიტორიაზე და მოწინააღმდეგის დასაბლოკად გამოიყენება. ასეთი ნაღმები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საშიშია.

სწორედ ამიტომ 1992 წელს შეიქმნა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICBL), რომლის წევრი ქვეყნებიც აქტიურად მოითხოვენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ხმარებიდან ამოღებასა და აკრძალვას. კოალიციაში გაწევრიანებულ ქვეყნებს ეკრძალებათ ასეთი ტიპის ნაღმების გამოყენება, წარმოება და ტრანსპორტირება. მათ ოთხ წელში უნდა გაანადგურონ ყველა სახის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასევე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს აღმოუჩინონ დახმარება. ასევე ჩაატარონ ტრენინგები იმისთვის რომ მშვიდოებინმა მოსახლეობამ ნაღმებისაგან მიღებულ ზიანს თავი აარიდოს.

კოალიციაში 90-მდე სახელმწიფოა გაერთიანებული, მათ შორის საქართველო. კოალიციამ მშვიდობიანი მიზნების გამო ნობელის პრემიაც დაიმსახურა.

http://www.icbl.unibe.ch/index.php?id=2

No comments: