Friday, March 5, 2010

რა არის ნიჭიერი?

   ხშირად მომისმენია, როცა ამბობენ ქართველები განსაკუთრებული ერი ვართო... სწორედ ეს სიტყვები გუშინ მეც ვახსენე, როცა ამერიკელ ლექტორს ვესაუბრებოდი და ვცდილობდი ქართველებზე კარგი (გადაჭარბებულიც კი) შთაბეჭდილება შემექმნა მისთვის. როგორ გამომივიდა არ ვიცი, სახლში მისული კი სერიოზულად დავფიქრდი.. მაინც რატო ვართ განსაკუთრებულები? ალბათ იმიტომ რომ ყველაფერზე უცნაური წარმოდგენა გვაქვს და საოცრად გვიყვარს კრიტიკა, ძირითადად ერთმანეთის, ამით კი ალბათ საკუთარი ,,ტიპობის" დამტკიცება გვინდა. იმაზეც ბევრი დაწერილა და თქმულა, რომ კრიტიკა ქართველების მოგონილია. ვაკრიტიკებთ ყველას და ყველაფერს, ცუდს და კარგს. პირადად მე კრიტიკას შურიანი ადამიანების იარაღად მივიჩნევ. ამიტომ ხშირად არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. რაღა შორს წავიდე და ერთ–ერთ ლიტერატურულ საიტზე დადებული ჩემი მოთხრობა ერთმა მკითხველმა საკმაოდ გემრიელად გამიკრიტიკა. ნამდვილად გასაჭირში ჩავვარდი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, გავაგრძელო ჩანახატების წერა თუ მკითხველის კრიტიკა მის შურიანობას მივაწერო. არადა ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს როგორ არ გვიყვარს ქართველებს საკუთარ თავზე კრიტიკის მოსმენა და სამაგიეროდ კი სხვების გაკრიტიკება. მეგობარმა მითხრა, კრიტიკა მაშინაა ჯანსაღი, თუ მას შენზე გამოცდილი და განათლებული ადამიანისაგან იღებო. რა თქმა უნდა, მინდა დავეთანხმო, მაგრამ ვაი რომ ეს გამოსავალი არ არის. ქართველები კიდევ გამოვირჩევით რაღაცით, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაზე მაგარი და განათლებული გვგონია. ამას რომ თავი დავანებოთ, სულ რაღაც სამიოდე დღის წინ კიდევ ერთ საოცარ ახირებას myvideo-ზე დადებული ტელეპროექტ ,,ნიჭიერის" კომენტარების კითხვისას მივაგენი. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა თავად სიტყვა ,,ნიჭიერის" უცნაურად ქართული განმარტება. ნიჭიერი– იდეალური და სრულყოფილი ადამიანი. ლექსიკონების ქექვით თავის შეწუხება არ ღირს, მსგავს სისულელეს მაინც ვერსად იპოვით, თუმცა ლექსიკონი რა საჭიროა, როცა ჩვენი თავებიდან რამის ამოშლა საოცრად რთულია, მითუმეტეს, თუ კარგადაა უკვე დამკვიდრებული. არ ვიცი, ესაც შურს დავაბრალო თუ საკუთარ უვიცობას, მაგრამ ფაქტია, საოცარი ტენდენციაა, ნიჭიერი ადამიანი სრულყოფილების განსახიერება უნდა იყოს. კარგად მღერის? მერე რა, სამაგიეროდ, რას გავს? რა სოფლურად ლაპარაკობს? დაახლოვებით ასეთია ჩვენი რეაქცია. კარგად ცეკვავს? ხმა კი რა საშინელი და საზიზღარიიიი??? და მთელი კომენტარები ცეკვის ნაცვლად მართლაც ნიჭიერი ადამიანის ხმის იოგების კვლევა–განხილვას ეთმობა.
სხვა რა ვიფიქრო გარდა იმისა, რომ შური ქართველებისათვის საკმაოდ ნაცნობი გრძნობაა, რაც ხშირად კრიტიკის, უფრო ხშირად კი საკუთარი უვიცობის გამოვლენის მიზეზი ხდება. არ უარვყოფ, იგივე პრობლემა ჩემშიცაა, თუმცა უკვე დიდი ხანია მისგან გათავისუფლება გადავწყვიტე და თქვენც იგივეს გირჩევთ. რა ვიცი, სცადეთ მაინც...

2 comments:

siyvarulovna said...

ნიჭიერის და ზოგადად ყველაფრის განმარტება ხალხი ისე აღიქვამს როგორც თვითონ უნდათ და ეს საკუტარი აზრი ყოველთვის სიმართლე გონიაათ. თუმცა როგორც შენ თქვი მართლა უჭირთ დააფასონ სხვისი ცეკვა, სიმღერა და ა.შ თუ თვითონ არ გამოსდით. იმის გაანალიზება რომ ცეკვაში ხმა ააფერ შუაშია როგორ ჩანს ჩვენთვის ცოტა რთულია.
ხო რაც შეეხება კრიტიკას ალბათ რაღაც მომენტში კარგია, თუნდაც იმიტო რომ შენი მოთხრობა წაიკითხეს. რამდენად მოეწონა ეს უკვე თავს პრობლემაა. თანაც გემოვნებაზე მართლა არ დაობენ, და სხვას აუცილებლად მოეწონებ. ეს ყოველთვის ასე. და რა თქმა უნდა ჩანახატების წერა და მათი გამოქვეყნება უნდა გააგრძელო. კრიტიკა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მოიპოვო პოპულარობა და ხალხი დაინტერესდე შენი ნამუშევრებით =]]

maito said...

გეთანხმები, კრიტიკა ნამდვილად აუცილებელი და საჭიროა :) ყოველთვის ასეა, რასაც აკრიტიკებენ უფრო პოპულარული და ცნობილი ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკის ობიექტი მართლაც კარგია. ხოოოდა, მეც ამან დამაფიქრა, :(