Tuesday, May 31, 2011

პოლიტიკური ,,გაფართხალება"

ხელისუფლების რევოლუციით შეცვლა დიდი ხანია დამკვიდრდა და არ გამოვრიცხავ სააკაშივილის შემცვლელიც მსგავსი ხერხით ავიდეს ,,ტახტზე". 2003 წლის აქციებს შედეგი მოჰყვა და შევარდნაძე სააკაშვილმა შეცვალა. რევოლუცია წინასწარ იყო დაგეგმილი თუ არა დღესაც სადავო თემას წარმოადგენს, თუმცა ფაქტია, დღეს როცა ოპოზიციას საკუთარი ინიციატივით წამოწყებული რევოლუციების გამართლება სურს, მაგალითად 2003 წელი მოჰყავს.

ვარდების რევოლუციის მსგავსი შედეგი არც 2007 წლის გამოსვლებს მოჰყვა და არც 2009 წლის აქციებს. თუმცა რევოლუციის მომხრეც ბევრი იყო და ხალხის მოწადინებაც. მაშ რატომ გახდა საჭირო 2011-შიც იმავე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა და მსოფლიოს ალაპარაკება დარბეული და ნაცემი ადამიანების ფოტოებზე?

ეს ან ოპოზიციის უუნარობის ბრალია, ან იმის რომ ოპოზიციის (ნაწილის) ,,გაფართხალებები" სწორედ რომ ხელისუფლების დაკვეთით კეთდება. თუმცა მათ მიზანს 2003 წლის მსგავსად არა ხელისუფლების ,,შეცვლა" არამედ მისი შეკავება და გადავადება წარმოადგენს.ამით ცდილობენ, საზოგადოება ოპოზიციის მოუმზადებლობაში, უუნარობასა და რუსეთთან მოკავშირეობაში დაარწმუნონ. ამით საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინონ და ამ ეტაპზე თაvი საუკეთესო მმართველ ძალად მოგვაჩვენონ.

ადამიანების დიდი ნაწილის აზრით, რომლებიც 2007 წელს ოპოზიციას ,,მხსნელებად" მიიჩნევდნენ, ახლა სააკაშვილს ადარებენ და ქვეყანის სათავეში მათ მოსვლას ისევ ,,დარტყმული" სააკაშვილი ურჩევნით.

მიუხედავად ოპოზიციის აქტიურობისა, ცემა-ტყეპისა, პროტესტისა და ,,ხალხის გვერდით დგომისა" ადამიანებს თანდათან მათდამი უნდობლობა უჩნდებათ და მზად არიან არსებულ ხელისუფლებას შეეგუონ მანამ მაინც, სანამ ,,უკეთესი"არ გამოჩნდება".

მჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების თამაშია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ყველაფერი რაც ოპოზიციას უკავშირდება,,სასაცილო" და შეთითხნილი მოჩვენებითი პატრიოტობაა.

თუნდაც ოპოზიციური არხები, გაზეთები, პირადად ჩემში ირონიას იწვევს და მეტს არაფერს. რატო არ ხურავს ხელისუფლება ,,ასავალ-დასავალს", კავკასიას? იმიტომ რომ მათი ,,კრიტიკა" უსუსურია და კიდევ უფრო წარმოჩენს ოპოზიციის უუნარობას. ხელისუფლებასაც ეს სურს.

დღევანდელი ოპოზიცია ნამდვილად ხელმოსაჭიდ ძალას რო წარმოადგენდნენ, აქციაზე სააკაშვილს განადგურებით კი არ დაემუქრებოდნენ, მის გასამართლებას ხელთ არსებული ფაქტებით შეეცდებოდნენ. აქციების პირველ დღეებშივე მის გადადგომას კი არა, არსებული სიტუაციის გამოსწორებას მოსთხოვდნენ.

ხელისუფლების შეცდომებზე ოპოზიცია ,,წადის" კი არ უნდა ყვიროდეს, შეცდომების გამოსწორებას უნდა მოითხოვდეს და ხელისუფლებას რჩევებს აძლევდეს. თუმცა ადამიანი, რომელსაც ამის ძალა არ შესწევს ყოველთვის აგრესიას ემხრობა და საქმის გაკეთებას ჩხუბით ცდილობს.

არ გეგონოთ, ოპოზიციის კრიტიკით ხელისუფლების გამრთლებას ვცდილობ. პ ირიქით, ის რომ დღეს ასეთი ოპოზიცია გვყავს, ხელისუფლების დამსახურებაა.მათი სურვილია, რაც შეიძება უუნარო ოპოზიცია ყავდეს ქვეყანას. საბოლოოდ სადამდე მიგვიყვანს ეს გაუგებარია, თუმცა კარგი არაფერი უნდა გველოდეს.

ასეთი სუსტი ოპოზიცია ვერც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას შეძლებს და ვერც ისეთი რევოლუციის მოწყობას, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია.

არადა ხელისუფლების ძალადობას უკვე საზღვარი არ აქვს. სამგანზომილებიანი შადრევნით თავის მოწონებას და იმის თქმას, რომ საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარი აზრი გამოხატონ, ის ფოტოები აბათილებს, რომელიც 25 მაისის დარბევის შემდეგ გავრცელდა.

წესით საკუთარი თავის პიარშიკ ხელისუფლებას უნდა ეზრუნა და თავი მოძალადედ არ უნდა წარმოეჩინა. სისხლიანი დარბევა კი იმას ადასტურებს რომ მის გათავხედებას საზღვარი არ აქვს და მოსახლეობის აზრი, ბოდიში და მაგრად ჰკიდია.

ამის მერე აღარც ოპოზიციის ,,მუქარა" დაიჯერება და არც სააკაშვილის გულუბრყვილო და პატრიოტული სახით გაკეთებული დემოკრატიულ ნიღაბსამოფარებული დიქტატორული განცხადებები.

შესაძოა ბევრ რამეში ვცდები, თუმცა ეს ჩემი აზრია. ,,ჩემი პრეზიდენტის"თქმით კი საკუთარი აზრის ქონა სრულიად სამართლიანი და დასაფასებელია.

2 comments:

Gigoli said...

1.პოლიტიკური მაფიოზობანა!
2.ფსიქოლოგიური მაფიოზობანა!

შუქი გაგეთიშება, გავა ოთხი დღე და ისევ არ მოდის, გეშლება ნერვები, იწყებ გინებას. მიუხედავად იმისა რომ იციან შუქი მეორე დღეს უკვე იქნება, მაინც ავრცელებენ ხმას რომ კიდევ 5 დღე არ იქნება შუქი. გადადიხარ ჭკუიდან, მაგრამ მეორე დღეს შუქი მოვა და შენც ხელისუფლების კმაყოფილი, ღიმილი და სიამოვნების რიფრიფი გადაგივლის სახეზე.
გაგაჩერებს პატრული და ყოველგვარი ტლიკინ-ზლიკინის გარეშე გეუბნება რომ 50 ლარიანი ჯარიმა უნდა გამოგიწეროს. შენ ახტები და დაეცემი, უხსნი რომ სულაც არ დაგირღვევია მოძრაობის წესები, ფორმიანი "ჯენტლმენი" ცივი გამომეტყველებით გამშვიდებთ რომ წავა და თავის მეწყვილესთან ერთად მოილაპარაკებს. ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდება და გატყობინებთ რომ 20 ლარიანი ჯარიმა გაგიფორმეს, შენ კი კმაყოფილების რიფრიფი კვლავ გადაგივლის სახეზე, ერთ გემრიელ მადლობასაც გათქმევინებს, იმისთვის რომ სულ უაზროდ 50 კიარა 20 ლარიანი ჯარიმა გამოგიწერა და დამშვიდებული წახვალ სახლში.

maito said...

გიგოლი, გეთანხმები :)

პოლიტიკურ მაფიოზობანას კი ადამიანები ეწირებიან. რა მნიშვნელობა აქვს ისინი ოპოზიციისგან იღებენ ქრთამს თუ ხელისუფლებისგან.

ადამიანებს ისე არ უნდა უჭირდეთ, რომ ქრთამის აღება სჭირდებოდეთ :(

ადამიანები უკეთესის მოლოდინში არსებულ სიტუაციას ეგუებიან.