Friday, May 20, 2011

რატომ იჩაგრებიან გოგონები?

დაბადებისთანავე ,,გოგოსავით" ავტირდი. ექთანმაც ამხედ-დამხედა, სახე უცნაურად დამანჭა და პალატიდან გავიდა. მამაჩემს არც თავში შემოურტყამს ხელი და არც ოჯახი დაუნგრევია. უბრალოდ, შეეგუა ბედს და დარჩა გვარის გამგრძელებლის გარეშე.

გამიგია, ხშირად ოჯახი ბავშვის სქესის გამო ინგრევაო. არადა, ისიც ვიცი ბავშვის სქესს მამაკაცი განაპირობებს და არა ქალი. ალბათ ამიტომაც ხდება ხოლმე, რომ სამშობიაროებში ბიჭის მშობლები უცნაურად ,,იბღინძებიან“, გოგოსი კი ნაცემი ბავშვებივით იბუზებიან.

დღეს ასე აღარ ხდება. პროგრესი თავისას შვრება და ახლა მშობლებს ბავშვის სქესის გაგება ორსულობიდან 8 კვირაშიც შეუძიათ. ბევრი ამით უბრალოდ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, ბევრი კი ,,სქესის გადარჩევას“ იწყებს და არასასურველ სქესს ჩანასახშივე მოსაკლავად იმეტებს. სამწუხაროდ, არასასურველი ჩანასახი ხშირ შემთხვევაში გოგონაა. ფაქტიც სახეზეა, ,,სხვადასხვა მონაცემით, მსოფლიოში 60-დან 107 მილიონამდე გოგოა გამქრალი. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთსა და ჩინეთს აქვთ. თუმცა, პროცენტული დაანგარიშებით კავკასიის ქვეყნები სიის სათავეში არიან."

,,აღიარებულია, რომ ახალშობილებში სქესთა ნორმალური განაწილებისას ყოველ 100 გოგონაზე 104-107 ბიჭი უნდა მოდიოდეს. ჩინეთში ყოველ 100 გოგოზე 122 ბიჭი იბადება, საქართველოში კი 2008 წლის მაჩვენებელმა ჩინეთისას გაუსწრო და 100 გოგონაზე 128 ბიჭი შეადგინა."

ჩინეთის მონაცემები დემოგრაფიული პოლიტიკით აიხსნება, რომელიც ერთი ბავშის გაჩენისკეა მიმართული. სწორედ ამიტომ საზოგადოება გვარის გამგრძელებელზეა ორიენტირებული და ბიჭის დაბადებას ამჯობინებს. რაც შეეხება საქართველოს აქ მშობიარობა შეზღუდული ნამდვილად არ არის. პირიქით, დღეში ათჯერ მაინც ვისმენ ფრაზას, საქართველოში მშობიარობის რაოდენობა თუ არ გაიზარდა, მალე გადავშენდებითო.

რა იწვევს გენდერულ შერჩევას საქართველოში?

ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზიც კი ჰქონდეს

1. გენდერული სტერეოტიპები - ბიჭი გოგოზე უკეთესია.

2. გვარის გაგრძელება .

3. ეკონომიკური მდგომარეობა.

4 . ქალის გააქტიურება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სელექტიური აბორტებისთვის საფუძველს გენდერული სტერეოტიპები ქმნის. ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, რომ კაცი ქალზე უკეთესია. ოჯახს სჭირდება გვარის გამგრძელებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უმუშვერობაც ხშირია და გაძვირებული რესურსების ფონზე, ბავშვის გაზრდაც ძვირი ჯდება, მრავალი ოჯახი გოგონაზე უარს ამბობს და ფულის დაბანდებას ბიჭზე ამჯობინებს.

მიზეზი შესაძლოა, აქტიურ ცხოვრებაში ქალის ჩაბმაც იყოს. მას აღარ შეუძლია ოჯახზე ზრუნვა. ასევე ის შედარებით მეტს ფიქრობს საკუთარ გარეგნობაზე. ამიტომ ხშირად უარს ამბობენ ორზე მეტი ბავშვის გაჩენაზე. იწყებს გენდერულ არჩევას და გოგოს ბიჭს ამჯობინებს.

2010 წლის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემები გენდერის არჩევისას ასე გამოიყურება

100 გამოკითხულიდან

1. გოგოს ამჯობინებს 28 მამაკაცი და 72 ქალი

2. ბიჭს ამჯობინებს 58 მამაკაცი და 42 ქალი.

3. მნიშნელობა არ აქვს 40 ქალისთვის და 60 მამაკაცისთვის.

მიზეზი ამართლებს საშუალებასო, ამბობენ მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს უწყინარ ,,გადარჩევას“ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. დაკარგული გოგონები ჩვენი გამრავლებისთვის დაკარგული ის რესურსია, რომელსაც ვეღარც გვარიშვილობა და ვეღარც ექთნის კივილი, ,,-ბიჭია, ბიჭი“-ო უშველის.

(გამოყენებული წყარო http://liberali.ge/node/996)

13 comments:

Anonymous said...

http://liberali.ge/node/996

როდესაც სათაურსა და სხვა მონაცემებს იყენებთ, წყაროს მითითება აუცილებელია :)

თემა ნამდვილად ამაღელვებელია...

maito said...
This comment has been removed by the author.
Anonymous said...

რამდენიმე აბზაცი დაკოპირებულია ამ წერილიდან: http://liberali.ge/node/996
სათაურიც იგივეა (გოგონებში "ნ"–ს ჩამატება არაფერს ცვლის", ასე რომ ამ წერილის პლაგიატად ჩაითვლება.

maito said...

რამე ,,მოვიპარე" ? :(

სტატია ფორუმზე ვნახე და პოსტშიც მისი მონაცემები გამოვიყენე.

რაც შეეხება სათაურს და იდეას ლექციაზე ამაზე დიდი განხილვა გვქონდა. ,,გამქრალი" გოგონებიც ლექციიდან მომეწონა და პოსტსაც ეს დავარქვი.

Anonymous said...

სტატია, სადაც არ უნდა გენახათ, უკვე არსებობდა, მას ჰყავს ავტორი, შესაბამისად აღებული აბზაცები უნდა იყოს ბრჭყალებში და უნდა იყოს მითითებული წყარო. სათაური კი, ასევე სხვისი მოფიქრებულია და სრულად უნდა ჩაისვას ბრჭყალებში.
ეს წერილი პლაგიატის შესანიშნავი ნიმუშია :)

maito said...

თიკო ცომაია ჩემი ლექტორია, პოსტიც მისი ლექციის შემდეგ დავწერე. ვაღიარებ, მონაცემები სტატიიდანაა აღებული.

რაც შეეხება სტატიას მართლა ფორუმზე გადავეყარე. სამწუხაროდ იქ არც სათაური იყო მითითებული, როგორც მახსოვს და არც სტატიის წყარო.

maito said...

ვერ შეგედავებით.
თუმცა პლაგიატობა არც მიფიქრია.
აუცილებლად მივუთითებ წყაროს.

Anonymous said...

გასაგებია..

სტატია წაკითხული მქონდა "ლიბერალში" და მაშინვე გამახსენდა, ასეთი ფაქტები მაღიზიანებს ხოლმე და ამიტომ დავწერე :)

maito said...

ახლა მეც გავღიზიანდი :)
თუმცა, მადლობა რჩევისთვის.

წყარო მითითებულია, ახლა სათაურსაც შევცვლი და ,,ბრჭყალებსაც" ჩავამატებ.

Anonymous said...

:)

გაიხარე და წარმატებები!

maito said...

თქვენც ასევე :)

ისე, რა ტეხავს, ლექტორს გადავუგზავნე პოსტი, სადაც მონაცემები თურმე მისივე სტატიიდან ამიღია.

თუმცა, რას წარმოვიდგენდი, თუ ლექციაზე მის სტატიას განვიხილავდით. :)

Taknatuna said...

ჰმმ, ეგ ადრე იყო, ახლა ნორმალური შეგნებული ადამიანი სქესს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თანაც თუ მათ სასურველი სქესის შვილი არ ეყოლებათ ეს მხოლოდ მამაკაცების ბრალია.
მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი

maito said...

გეთანხმები, თუმცა როგორც გამოკვლევამ აჩვენა, სტერეოტიპი ,,ბიჭი გოგოს სჯობია" ჯერ ისევ არსებობს :(